ცნობილი ფრანგული ბრენდის La Roche Posay-ს ისტორია XIV საუკუნიდან იწყება, როდესაც საფრანგეთის პატარა ქალაქ ლა როშე პოზეში, ფრანგმა არისტოკრატმა, ბერტრან დიუ გესკლინმა თერმული წყაროები აღმოაჩინა. პატარა ქალაქში ამბავი სწრაფად გავრცელდა და მაშინდელი მკვლევარები მალევე მიხვდნენ, რომ La Roche-Posay წყაროებს სამკურნალო თვისებები გააჩნდათ.
La Roche Posay-ს თერმული წყალი შეიცავს სასარგებლო ელემენტებს, მინერალებს, მარილებსა და სელენის მაღალ კონცენტრაციას, რომელთაც კანის ბარიერის აღდგენა, რეგენერაცია და მკურნალობა შეუძლია. თერმული წყლები ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, რაც კანის მოვლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
La Roche Posay-ს პროდუქცია ველიზე
ველიზე სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიაში ბრენდების გვერდებს აღმოაჩენ, სადაც ბრენდის ყველა პროდუქტის ნახვა ერთ სივრცეში შეგიძლია. La Roche Posay-ს ასორტიმენტში შეხვდები:
- პროდუქტებს სახის კანის მოვლისთვის;
- მზისგან დამცავ კრემსა და ლოსიონებს;
- ტუჩის ბალმს;
- სხეულის მოვლის საშუალებებს;
პროდუქტების შეძენას მარტივად, სახლიდან გაუსვლელად ველიზე შეძლებ. ბრენდი აერთიანებს პროდუქტებს ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვის.
მაგალითად, თუ აკნესადმი მიდრეკილი კანი გაქვს და დიდი ხანია აკნეს პრობლემას უშედეგოდ ებრძვი, კარგი ვარიანტია La Roche Posay-ს სახის შრატი, რომელიც არბილებს და ატენიანებს სახის კანის სტრუქტურას. შრატი მსუბუქი და ნაზი კონსისტენციით გამოირჩევა. უმჯობესია თუ შრატის რამდენიმე წვეთს თითებზე გადაინაწილებ და ხელის ნაზი მოძრაობით წაისვამ ჯერ თვალის ირგვლივ, ხოლო შემდეგ სახის სხვა ზონებზე. პროდუქტი დერმატოლოგიურად ტესტირებულია და თავისუფალია პარაბენებისგან. შრატი ასევე ხსნის ფორებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ატენიანებს, არბილებს კანის ზედაპირს და ამცირებს შავი წერტილების რაოდენობას.
მთელი დღის მანძილზე სახის კანზე გარკვეული რაოდენობის ჭუჭყი და ცხიმი გროვდება. მაშინაც კი თუ ყოველდღიურად მსუბუქ მაკიაჟს ატარებ, მნიშვნელოვანია საღამოს რუტინაში მაკიაჟი ეფექტური და ნაზი მიცერალური წყლით მოიშორო და კარგად ჩამოიბანო. ამაში La Roche Posay-ს მიცერალური წყალი დაგეხმარება, რომელიც ნაზად ასუფთავებს და აღადგენს კანის დამცავ ბარიერს.
უკვე იცი, რომ კანის მოვლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მზისგან დამცავს აქვს. La Roche Posay-ს მზისგან დამცავები ველიზე სხვადასხვა მოცულობით და ტექსტურით შეგხვდება. ბრენდის კატეგორიაში აღმოაჩენ მზისგან დამცავ სტიკებს, ლოსიონებსა და კრემებს.
დღეს La Roche Posay თავის მოვლის ერთ-ერთი რჩეული ბრენდია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 90 000-ზე მეტი დერმატოლოგი უწევს რეკომენდაციას. დაათვალიერე და შეიძინე La Roche Posay-ს პროდუქცია ონლაინ, VELI.store-ზე და მიიღე შეძენილი პროდუქტები უფასოდ, 3 საათში.