Kerastase ფრანგული კოსმეტიკური ბრენდის L’Oreal-ის მიერ დაარსდა 1964 წელს და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს უმაღლესი ხარისხის თმის მოვლის საშუალებების წარმოებით. ველიზე, კატეგორიაში სილამაზე & მოვლა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების თავის მოვლის პროდუქტებს სახლიდან გაუსვლელად აღმოაჩენ.
Kerastase-ს ქერა თმის მოვლის ხაზი
ქერა, შეღებილი თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან ხშირად საღებავი მალევე ირეცხება, მუდმივი გაღიავება კი თმას აშრობს და აზიანებს. Kerastase სპეციალურად ქერა თმის მოსავლელად მაღალი ხარისხის შამპუნებს, კონდიციონერებს, შრატებსა და ნიღბებს აწარმოებს.
შრატი თმის მოვლის პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ქერა თმის აღმდგენი შრატი Kerastase Blond Absolu მსუბუქი ტექსტურით, აღადგენს, ღრმად ატენიანებს და კვებავს თმას. შრატი ამცირებს გაყოფილ ბოლოებს, თმის ცვენას და უზრუნველყოფს თმის გლუვ, ჯანსაღ იერს. ველიზე შრატის შეძენის შემთხვევაში, Kerastase-ს ქერა თმის კონდიციონერსაც მიიღებ.
იმისათვის, რომ შენი თმა დაზიანებისაგან დაიცვა, ქერა თმის თერმო დამცავი სპრეი გამოგადგება ანტიოქსიდანტური მოქმედებით. სპრეი თმას სიმსუბუქესა და სირბილეს ანიჭებს, ამცირებს თმის მსხვრევას და გაყოფილ ბოლოებს. გარდა ამისა, სპრეის სიმხურვალისგან დაცვის ეფექტიც აქვს, რაც თმის გაშრობისა და უთოთი გასწორების შემთხვევაში იდეალურ საფარველს ქმნის.
Kerastase-ს ქერა თმაზე ზრუნვის ხაზის პროდუქტები შეიცავს ულტრა კონცენტრირებულ ჰიალურონის მჟავას და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ედელვაისის ყვავილის ექსტრაქტებს. თუკი თმის მოვლასთან ერთად, თავის მოვლის სხვა საშუალებებითაც დაინტერესდები, დაათვალიერე პროდუქტები ჰიგიენისთვის ველიზე და შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტები ონლაინ.
შეარჩიე Kerastase-ს პროდუქტები შენი თმისათვის
ველიზე Kerastase-ს შამპუნებსაც აღმოაჩენ, როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის. ნორმალური, ცხიმიანი და დასუსტებული თმისთვის Kerastase Genesis თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი შესაძლოა იდეალური არჩევანი აღმოჩნდეს. შამპუნი ნაზად ასუფთავებს სკალპს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. შეღებვისგან ან სხვა მიზეზით დაგაზიანებული თმისათვის კი ველიზე დაზიანებული თმის კრემი დაგხვდება, მკვებავი და გამაძლიერებელი ეფექტით.
თმასთან ერთად, სახის კანი და სხეულიც რომ დაატენიანო, დაათვალიერე დამატენიანებლები და შეარჩიე შენთვის სასურველი მარტივად. ველიზე სახის კანზე ყოველდღიური ზრუნვისათვის არაერთ საშუალებას აღმოაჩენ.
დაათვალიერე და შეიძინე პროდუქტები სახის კანის მოვლისთვის ონლაინ და გაამრავალფეროვნე შენი რუტინა წამყვანი ბრენდების საუკეთესო პროდუქტებით.
VELI.store-ზე შეძენილ ნებისმიერ პროდუქტს, თბილისსა და მის შემოგარენში, იმავე დღეს, შენთვის სასურველ დროს მიიღებ.