კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
მენსტრულური ჭიქა
დალაგება:

მენსტრულური ჭიქა

20 პროდუქტის ჩვენება

თანამედროვე ჰიგიენურ საშუალებებს შორის, მენსტრუალური ჭიქა ერთ-ერთი ინოვაციაა, რომელიც ძალიან სწრაფად ინერგება საზოგადოებაში. ამის მიზეზია ნივთის დიდი სარგებელი, როცა საქმე კომფორტსა და თანხის დაზოგვას ეხება.


რა თქმა უნდა, თითოეული ქალი თავად ირჩევს, რომელი ჰიგიენური საშუალება გამიყენოს, იქნება ეს მენსტრუალური ჭიქა, ჰიგიენური საფენი, ტამპონი თუ სხვა საშუალებას, თუმცა ჩამოთვლილთაგან ამ ინოვაციას ეკონომიურობა გამოარჩევს. იგი მრავალჯერადია და გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ჩვენ მიერ გამოყენებული ასეულობით ტამპონი ან საფენი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, სხეულში მისი განთავსებისას, ქალი არანაირ დისკომფორტს არ განიცდის.


მენსტრუალური ჭიქა არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიკატებს, დანამატებსა და მათეთრებლებს.


 
როგორ გამოვიყენოთ მენსტრუალური ჭიქა


ჭიქას გამოყენების ინსტრუქცია მოჰყვება. გამოყენების უმთავრესი პირობაა, რომ იგი დაკეცილ მდგომარეობაში შეგვყავს და მისი დიამეტრი ჩვენს ანატომიას ზუსტად იმეორებს. შესაბამისად, იგი ტამპონზე ოდნავ დიდია.


მენსტრუალური ჭიქა სხვა საშუალებებზე გაცილებით დიდი ტევადობით გამოირჩევა, საშუალოდ 25-37 მლ. მისი შეუცვლელად გამოყენება 12 საათზე მეტ ხანს არაა დაშვებული.


გამოყენების პროცესი გამოცდილებასთან ერთად მარტივდება, რადგან თუ მენსტრუალური ჭიქა არასწორად გავიკეთეთ, მაშინვე ვიგრძნობთ დისკომფორტს. საჭიროების მიხედვით VELI.store-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა ზომისა და შემადგენლობის ჭიქები.

 


მენსტრუალური ჭიქის შენახვა და სისუფთავე


პირველი გამოყენების წინ, სასურველია მისი სტერილიზაცია. ამისათვის, ჭიქა მთლიანად უნდა მოვათავსოთ წყლიან ჭურჭელში და 3-5 წუთი ვადუღოთ.


მენსტრუალური ჭიქის გამოყენების წინ, საგულდაგულოდ უნდა დავიბანოთ ხელები. შემდეგ, ჭიქა ორჯერ უნდა მოვკეცოთ და ამ ფორმით, უნდა შევიყვანოთ საშოში. სწორი გამოყენების შემთხვევაში, იგი თავად გაიშლება და სასურველ ფორმას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ჭიქის მოთავსების დროს, მოდუნებულ მდგომარეობაში ვიყოთ.


როცა ჭიქის გამოყენებას დავასრულებთ, იგი უსაპნოდ,  გამდინარე ცივი წყლით უნდა გავრეცხოთ, (ცივი წყალი კარგად გამორეცხავს შიგთავსს). ამ დროს, უკვე შეიძლება ნეიტრალური, სურნელოვანი დამატებების გარეშე საპნის გამოყენება, კვლავ გასტერილებაც.
ციკლის სრულად დამთავრების შემდეგ, მნიშვნელოვანია მენსტრუალური ჭიქა ისევე გავასუფთაოთ, როგორც მისი გამოყენების დასაწყისში - სტერილიზაციით. ჭიქის შენახვა რეკომენდებულია ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ პატარა ზომის ქისაში, რომელიც, VELI.store-ზე წარმოდგენილ ყველა მენსტრუალურ ჭიქას თან მოჰყვება.


 

შეიძინე ჰიგიენური მოვლის საშუალებები VELI.store-ზე

 

აქ წარმოდგენილია უამრავი საშუალება ჰიგიენის შესანარჩუნებლად, ყველა ტიპის საჭიროებისთვის. ქალის ჰიგიენაში, სხვა მრავალ პროდუქტთან ერთად, შეგიძლია შეიძინო სხვადასხვა ბრენდის ყოველდღიური საფენი, რათა თავი მუდმივად სუფთად იგრძნო.
შეარჩიე ველიზე მენსტრუალური ჭიქა, დაზოგე ფული და ძალისხმევა კრიტიკულ დღეებში. იმის გამო, რომ სილიკონს გამოყენების საკმაოდ ხანგრძლივი ვადა აქვს, ექსპლუატაციის წესების დაცვის შემთხვევაში, მენსტრუალური ჭიქა დაახლოებით 10 წლით მოგემსახურება.


საშუალოდ, ცხოვრების მანძილზე, ქალი დაახლოებით 16800 ერთჯერად საფენს ან ტამპონს მოიხმარს. მენსტრუალური ჭიქა ამ მხრივ ეკოლოგიურად უაღრესად მომგებიანი პროდუქტია.
 
 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.