Essence - ინოვაციური სილამაზისა და კოსმესტიკური საშუალებების გერმანული ბრენდია, რომელიც ცნობილია ინოვაციური პროდუქტებითა და ხელმისაწვდომი ფასებით. Essense-ის როგორც სანდო ბრენდის სტრატეგიაა შექმნას განსხვავებული კოსმეტიკური საშუალებები, ხელმისაწვდომი ფასისა და გერმანული ხარისხის კომბინაციით.
Essence-ის კოსმეტიკური საშუალებები ველიზე
VELI.store-ზე კატეგორიაში ‘’სილამაზე და თავის მოვლა’’ ბრენდის დეკორატიული კოსმეტიკა თითქმის სრული ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. აქ შეხვდები:
- ტონალური კრემი,
- ფრჩხილის ლაქი,
- ტუში, ტუჩსაცხი,
- თვალის ჩრდილი,
- ჰაილაითერი,
- კორექტორი,
- წარბის ფანქარი და სხვა მრავალი პროდუქტი.
რჩეული პროდუქციის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, მარტივად და კომფორტულად შეძლებ. შეკვეთას კი კართან, ველის უფასო მიწოდების სერვისით მიიღებ. ველიზე შეგიძლია სწრაფად და მარტივად შეარჩიო შენი კანის ტიპსა და საჭიროებზე მორგებული ესენსის პროდუქტი.
დეკორატიული კოსმეტიკა
დეკორატიული კოსმეტიკის მრავალფეროვნებას ნახავ როგორც მთლიანი სახისთვის, ასევე ტუჩის, თვალისა და ფრჩხილის მოვლისთვის. აქსესუარებიდან კი - კოსმეტიკური სპონჟი, ლაქის კორექტორი, ხელოვნური წამწამის წებო, ქლიბი, თვალის ფუნჯი, ხელოვნური წამწამები, ხელოვნური ფრჩხილები და წარბის ფიქსატორი.
Essence პროდუქტების შექმნისას ითვალისწინებს სილამაზის აღქმის მრავალფეროვნებას, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული ნებისმიერ ფორმასა და ზომაში, იყოს შთაგონებული რეალური ისტორიით და ხაზს უსვამდეს ინდივიდუალიზმს. პროდუქციის 95% ევროპაში იწარმოება. მისი ინგრედიენტები შეესაბამება ევროკავშირის მიერ დაწესებულ მკაცრ სტანდარტებს და სერტიფიცირებულია FDA-სგან. ბრენდის კოსმეტიკური საშუალებები ვეგანურია, არ შეიცავს პარაბენებს, გლუტენს და არ არის ტესტირებული ცხოველებზე.
აღმოაჩინე Essence-ის მრავალფეროვნება ველის ციფრულ თაროებზე. მიიღე შეკვეთა თბილისში, სულ რაღაც 3 საათიან მონაკვეთში სასურველ მისამართზე.