იტალიური ბრენდი Cotoneve ძირითადად ბამბისგან დამზადებულ პროდუქტებს აწარმოებს. მათ შორის არის, ბამბის დისკები, აბაზანის ღრუბელი, ყურის ჩხირი თუ სხეულის დასაბანი ხელთათმანი. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე კატეგორიაში სილამაზე & მოვლა, აღმოაჩენ Cotoneve-ის ბრენდის ყველა პროდუქტს სახლიდან გაუსვლელად. შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე Cotoneve-ის პროდუქტები ველიზე
ორგანული ბამბისგან არის დამზადებული Cotoneve, Organic ბამბის დისკები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც ჰიგიენის, ასევე კოსმეტიკური პროცედურებისთვის. პროდუქტი შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის და გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობით. ბამბის დისკის ერთი მხარე გლუვია, ხოლო მეორე - რბილი. შეფუთვაში 60 ცალი დისკია.
ყურის ჰიგიენისთვის მოსახერხებელი ვერსიაა Cotoneve ყურის ჩხირი, რომელსაც რბილი და ნაზი ზედაპირი აქვს. პროდუქტი უსაფრთხოდ წმენდს ყურებს და აქვს ალოე ვერას ექსტრაქტი. ჩხირი გამოყენებისას არ ტოვებს ბამბის ნარჩენებს.
ტანის დასაბანი ხელთათმანი
ყოველდღიური აბაზანისა თუ შხაპის მიღების დროს კანის ღრმა წმენდისთვისა და მასაჟისთვის არის შექმნილი Cotoneve, სხეულის დასაბანი ხელთათმანი. პროდუქტი ეფექტურად ასუფთავებს კანს და აშორებს მას ჭუჭყს. ხელთათმანი ბაფის მასალისგან არის დამზადებული და ადვილად თავსდება ხელზეც.
სახის კანის წმდენისთვის არის Cotoneve, სახის დასაბანი ღრუბელი. პროდუქტი სახის ზედაპირული წმენდისა და მაკიაჟის მოსაშორებლადაც გამოიყენება. ღრუბელში შემავალი ბუნებრივი ცელულოზა უზრუნველყოფს მსუბუქ მასაჟს. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია თვალზე, სახესა და კისერზე.
შეარჩიე სხეულის მოვლის საშუალებები ველიზე, აღმოაჩინე Cotoneve-ის პროდუქტები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.