CeraVe ამერიკაში 2005 წელს შეიქმნა და დერმატოლოგთა მიერ N1 რეკომენდებული ბრენდია. კომპანია აწარმოებს სახის კანის მოვლის სხვადასხვა ხაზს. VELI.store-ზე CeraVe-ს კატეგორიაში შეგიძლია აღმოაჩინო შენი სხეულისთვის საჭირო მოვლის საშუალებები, შენაძენი კი 3 საათში უფასო მიწოდებით თბილისის ნებისმიერ მისამართზე იქნება.
CeraVe-ს დამატენიანებლები ველიზე
ველიზე ერთ-ერთი მოთხოვნადია პროდუქტია CeraVe-ს დამატენიანებელი ლოსიონი, რომელიც 3 აუცილებელი კერამიდის კომპლექსისგან შედგება. MVE ტექნოლოგიითა და ჰიალურონის მჟავის შემადგენლობის პროდუქტი უზრუნველყოფს 24 საათიან დატენიანებას, აღდგენასა და კანის დამცავი ბარიერის გაძლიერებას. ლოსიონი რეკომენდებულია მშრალი და ატოპიური კანისთვის, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. პროდუქტის შეძენა ველიზე 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია.
CeraVe დამატენიანებელი ხაზით ნამდვილად გამოირჩევა, ამას ადასტურებს დამატენიანებელი კრემიც, რომელიც მდიდარი ფორმულით ნაზად ასუფთავებს კანს სალიცილის მჟავით. LHA და 10% შარდოვანა არბილებს მშრალ და უხეშ კანს. სალიცილის მჟავა ხელს უწყობს კანის აქერცვლას, ხოლო ჰიაულორინის მჟავა და შარდოვანა უზრუნველყოფს ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებას. პროდუქტი მშრალი კანისთვის არის რეკომენდებული და მისი შეძენა ველიზე 40%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.
CeraVe-ს დასაბანი ზეთი ველიზე
CeraVe დასაბანი ზეთის ხაზითაც ცნობილია. ველიზე შეხვდები ზეთს, რომელიც გამდიდრებულია ტრიგლიცერიდებით და 3 აუცილებელი კერამიდის კომბინაციით, რომელიც აღადგენს ეპიდერმისის დამცავ ბარიერს. დამამშვიდებელი ფორმულა ლიპიდებით ავსებს კანს. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისა და ჩვილებისთვის 1 თვიდან. ზეთის გამოყენება შესაძლებელია ნორმალური, მშრალი და ატოპიური კანისთვის, ამასთანავე არ შეიცავს პარაბენებს, სულფატებსა და საპონს. გამოყენებისას შეეცადე დაიტანო პროდუქტი სველ კანზე და გადაინაწილო გამწმენდი ზეთი ქაფად გარდაქმნის კონსისტენციამდე.
სახის მოვლისას შეგიძლია გამოიყენო სახის შრატი, დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემი. ეს პროდუქტები ჯანმრთელი კანის შენარჩუნებაში დაგეხმარება თან მათ შეძენას ველიზე ონლაინ მარტივად შეძლებ.
იშოპინგე ველიზე ონლაინ, შეარჩიე CeraVe-ს პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.