Acqua di Parma იტალიური ბრენდია, რომელიც ქალაქ პარმაში 1916 წელს დაარსდა. Acqua di Parma-ს ბრენდის ასორტიმენტიდან ველიზე შეგხვდება სუნამოები, სხეულის მოვლის საშუალებები და კანის მოვლის პროდუქტები. გადახედე კატეგორიას სილამაზე & მოვლა, შეარჩიე სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე Acqua di Parma-ს სხეულის მოვლის საშუალებები
კანს ასუფთავებს და არბილებს Acqua di Parma Signatures of the Sun შხაპ-გელი, რომელსაც მსუბუქი ტექსტურა აქვს. პროდუქტის ფორმულაში შემავალი E ვიტამინი ხელს უწყობს ღრმად დატენიანებას და იცავს კანს დეჰიდრატაციისგან. შხაპ-გელი რეკომენდებულია მშრალი კანისთვის.
ჯანსაღ იერსა და ბზინვარებას ანიჭებს კანს Acqua di Parma Signature Osmanthus სხეულის კრემი. ფორმულა აერთიანებს პეონის ექსტრაქტის ანტიოქსიდანტურ თვისებებს ბრინჯის ცილების დამატენიანებელ მოქმედებასთან და ომეგა 6 & 9-ით მდიდარი ტკბილი ნუშის ზეთის მკვებავ ძალასთან ერთად. მსუბუქი კონსისტენციის წყალობით პროდუქტი წასმისთანავე დნება კანზე. სხეულის კრემი რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
Acqua di Parma-ს სუნამოები ველიზე
დახვეწილი და ელეგანტური არომატი აქვს Acqua di Parma Luce di Rosa სუნამოს. პიკანტური ტონები ხაზს უსვამს თანამედროვე სტილს, ხოლო მთავარი ნოტები ვეტივერი, მუშკი და კედარის ხე ქმნის არომატების ჰარმონიულ ნაზავს. სუნამოს სურნელი მთელი დღის განმავლობაში რჩება კანზე.
განსხვავებული არომატები აქვს Acqua di Parma Signatures of The Sun სუნამოს, რომელიც ყვავილოვანი და ციტრუსოვანი ნოტებით გამოირჩევა. სუნამოში მთავარი არომატია ბერგამოტი, ყვითელი მანდარინი, ვარდისფერი წიწაკა და კარდამონი.
აღმოაჩინე Acqua di Parma-ს სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები ველიზე, შეუკვეთე ონლაინ და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.