ფრანგული ბრენდი Lierac-ი 1975 წელს შეიქმნა პარიზში და დღემდე ქმნის სახის კანის და სხეულის მოვლის საშუალებებს. VELI.store-ზე Lierac-ის პროდუქტების ფართო არჩევანი დაგხვდება კატეგორიაში სილამაზე & მოვლა. სასურველი ნივთების შეძენას კი ონლაინ შეძლებ.
აღმოაჩინე Lierac-ის სახის მოვლის საშუალებები
ფართო სპექტრის დაცვით (UVA + UVB + IR) გამოირჩევა Lierac, სხეულის მზისგან დამცავი ლოსიონი SPF 30. პროდუქტი ხელს უშლის ფოტოდაბერებას, კვებავს და ატენიანებს კანს. ამასთანავე ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და უზრუნველყოფს თანაბარ და ინტენსიურ რუჯს. ლოსიონს ყვავილოვანი-ხილის ნოტები აქვს და რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
ფორებს ჭუჭყისგან და კანს ზედმეტი ცხიმისგან წმენდს Lierac, სახის ლოსიონი. ფორმულაში შემავალი ჰამამელისი აუმჯობესებს კანის ფერს და ხდის მას რბილს. პროდუქტი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
Lierac-ის თავის მოვლის ნაკრები
ველიზე აღმოაჩენ Lierac, კაცის თავის მოვლის ნაკრებს, რომელიც აერთიანებს დეოდორანტს, სახლის ასაკსაწინააღმდეგო ფლუიდს და კოსმეტიკის ჩანთას. დეოდორანტი უზრუნველყოფს ჭარბი ოფლიანობისგან დაცვას 48 საათის განმავლობაში. ასაკსაწინააღმდეგო სახის ფლუიდის ფორმულაში შემავალი ჰიალურონის მჟავა და ბაობაბის ექსტრაქტი ამირებს ნაოჭებსა და პიგმენტურ ლაქებს.
სახის კანისთვის ველიზე შეგხვდება Lierac, სახის მოვლის ნაკრები, რომელიც აერთიანებს სახის კრემს, სახის შრატს, თვალის ასაკსაწინააღმდეგო კრემსა და კოსმეტიკის ჩანთას. პროდუქტები ტესტირებულია დერმატოლოგთა და ოფთალმოლოგთა მიერ.
დაათვალიერე Lierac-ის პროდუქტები VELI.store-ის ციფრულ თაროებზე, შეარჩიე შენზე მორგებული თავის მოვლის პროდუქტები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.