Kylie Cosmetics და Kylie Skin, ეს ორი ბრენდი ამერიკელმა ტელესახემ კაილი ჯენერმა 2015 წელს შექმნა. Kylie Cosmetics მაკიაჟის, ხოლო Kylie Skin კანოს მოვლის ხაზია. ბრენდის პროდუქტები არ იტესტება ცხოველებზე, დამტკიცებულია დერმატოლოგიურად და შეიცავს მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს.
შეარჩიე Kylie Cosmetics პროდუქტები ველიზე
წყალგამძლე და მსუბუქი ფორმულა აქვს Kylie Cosmetics Matte თხევად ტუჩსაცხს 801. პროდუქტი გამოირჩევა მაღალი პიგმენტაციითა და მატე ეფექტით. არაწებოვანი და აბრეშუმისებრი გლუვი სტრუქტურა მდგრადია 8 საათი განმავლობაში. ტუჩსაცხი ხელს უშლის ტუჩების სიმშრალეს და უზრუნველყოფს სრულ დაფარვას.
12 საათის განმავლობაში თვალის სრულყოფილ მაკიაჟს უზრუნველყოფს Kylie Cosmetics Kyliner თვალის გელ-ლაინერი 001. პროდუქტის კრემისებრი სტრუქტურა ამარტივებს ლაინერის დატანას თვალზე. გელ-ლაინერი ჰიპოალერგიულია და არ შეიცავს სულფატებს.
მომხმარებლის რჩეულს პროდუქტებში ერთიანდება Kylie Cosmetics Kylighter პუდრი 50. მსუბუქი და რბილი ფორმულა ანიჭებს კანს ბზინვარებას, აბრეშუმისებრი ტექსტურის პუდრი ადვილად და თანაბრად ნაწილდება კანზე. პროდუქტი რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.
Kylie Skin სახის კანის მოვლის საშუალებები
ფორების შემცირებაში დიდ როლს თამაშობს Kylie Cosmetics, სახის გელ-კრემი, რომელიც ატენიანებს და არბილებს კანს. უბრუნებს მას ელასტიურობას, აუმჯობესებს ტექსტურას და ფერს. წყალზე დაფუძნებული ფორმულა ასევე უზრუნველყოფს მომენტალური გაგრილების ეფექტს, რაც ეხმარება კანს სრულად გამოღვიძებაში.
კანის დატენიანებისა და გაჯანსაღებისთვის გამოიყენება Kylie Cosmetics, სახის ზეთი. პროდუქტი აშორებს ზედმეტ ცხიმს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას. სახის ზეთი ძირითადად რეკომენდებულია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის.
აღმოაჩინე Kylie-ის ბრენდის პროდუქტები ველიზე, დაათვალიერე კატეგორია სილამაზე & მოვლა, შეუკვეთე სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საკურიერო მომსახურებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.