ბავშვებისთვის გართობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საშუალება ველოსიპედია. სასურველი სტილისა და ზომის ველოსიპედები თუ თვითგორიალები VELI.store-ის ციფრულ თაროებზე, ეზოს სათამაშოების კატეგორიაში შეგიძლია შეარჩიო. აქ დაგხვდება ისეთი ბრენდების პროდუქტები, როგორებიც არიან:
საბავშვო ველოსიპედი ველიზე
რბილი და რეგულირებადი სავარძლით გამოირჩევა Miqilong, საბავშვო ოთხბორბლიანი ველოსიპედი. მოწყობილობა მოსახერხებელია როგორც დამწყებებისთვის, ასევე ზოგადად, ფიზიკური აქტივობების წახალისებისთვის. საბურავის მაღალი და ფართო ჩარჩო უზრუნველყოფს კომფორტულ მოძრაობას როგორც სწორ, ასევე არათანაბარ ზედაპირზე. კომპლექტში ერთიანდება 2 რეფლექტორი, სახელურის ზარი, ველოსიპედის ხელსაწყოების ნაკრები და გვერდითი სავარჯიშო ბორბლების ნაკრები.
ბალანსის, კოორდინაციისა და კოგნიტური უნარების განვითარებისთვის კარგი ვარიანტია Banwood, Balance ველოსიპედი, რომელიც ვინტაჟური სტილისაა. მოწყობილობის საჭის სიმაღლე 50-59 სმ-ია, ხოლო სკამის სიმაღლე 40-50 სმ. ველოსიპედი ალუმინის, მუხის ხისა და ვეგანური ტყავისგან არის დამზადებული. პროდუქტი რეკომენდებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან. ველიზე სხვა ნივთებთან ერთად ასევე დაგხვდება სამბორბლიანი ველოსიპედი.
აღმოაჩინე საბავშვო თვითგორიალების ფართო არჩევანი
მრავალფუნქციურია MoMi, თვითგორიალა/ველოსიპედი, რომელიც საშუალებას იძლევა მარტივად გადაკეთდეს სკუტერად. მოწყობილობას სამბორბლიანი კონსტრუქცია და რეგულირებადი სახელური აქვს, რომელიც ადაპტირებადია ბავშვის სიმაღლის მიხედვით. თვითგორიალა აღჭურვილია ფერადი LED განათებით, რომელიც მოძრაობის დროს ანათებს. მოწყობილობა განკუთვნილია ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან და უძლებს მაქსიმუმ 25 კგ-იან დატვირთვას.
შედარებით მსუბუქი კონსტრუქცია აქვს Lorelli, თვითგორიალას, რომლის სიმაღლეს 3 განსხვავებული დონის მიხედვით რეგულირდება. შეარჩიე საბავშვო ველოსიპედები 6 წლიდან, აქვე აღმოაჩინე ველოსიპედის ჩაფხუტი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.