ბაზარზე სხვადასხვა ბრენდის უამრავი იატაკის საწმენდი ჯაგრისია წარმოდგენილი, ასევე შესამჩნევია უნივერსალური საწმენდი ჯაგრისების დიდი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ იატაკის საწმენდი ჯაგრისი საკმაოდ მარტივ საშუალებად ჟღერს, მაინც ძნელია არჩევა, რადგანაც ისინი დანიშნულების მიხედვით სხვადასხვა მასალისგან მზადდება და განსხვავებული პარამეტრები აქვს.
იატაკის ჯაგრისების შეძენამდე გაითვალისწინე რა მასალისგან უნდა იყოს ის დამზადებული, რამდენადაც სხვადასხვა სახის ზედაპირისთვის სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ჯაგრისი გამოიყენება. ასევე, არჩევანი იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რა სამუშაო უნდა შეასრულოს მან. წვრილი მტვრის ეფექტურად მოშორება თუ დიდ ოთახებში ლამინირებული იატაკის დაგვა, იმისთვის რომ დიდი ოთახების დაგვა გაგიადვილდეს შეიძინე იატაკის ჯოხები და მოპები.
სინთეტიკური მასალის გარდა, ასევე ხშირია ეკოლოგიური, მაგალითად ბამბუკისგან დამზადებული ჯაგრისები, რომლებიც ასევე შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ასეთი პროდუქტებიდან შესანიშნავი არჩევანი იქნება York Eco Natural ჯაგრისი და აქანდაზი. ეს არის ჯაგრისი და აქანდაზი მოკლე სახელურით, რომელიც მტვრის, ჭუჭყის, თმისა და ნამსხვრევების შესაგროვებლად გამოიყენება. ადვილად ასუფთავებს რთულად მისადგომ ადგილებს და არ შთანთქავს სითხეს.
უმეტესად, ცოცხები და აქანდაზები თუ ჯაგრისები პლასტმასისგან მზადდება, რადგან ეს მასალა წყალს არ იწოვს და არ ნესტიანდება. ასევე, ისინი ძალიან გამძლეა. პლასტმასის ჯაგრისები ადვილად ირეცხება, მისი სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც შემდგომ მან თავად უნდა უზრუნველყოს ჰიგიენა.
ჯაგრისის ფუნჯების გასნხვავებული განლაგება და ფორმა სხვადასხვა ზედაპირზე განსხვავებული სამუშაოს შესრულებას აადვილებს, ახლა თითქმის ნებისმიერი დიზაინის ფუნჯის შერჩევაა შესაძლებელი.
პლასტმასის ბოჭკოების გამოყენება შესაძლებელს ხდის სხვადასხვა სიგრძისა და ჯაგრის სიმყარის ფუნჯების დამზადებას - ეს საშუალებას გაძლევს აირჩიო ის შესაბამისი ზედაპირის გასაწმენდად. არსებობს ჯაგრისები მყარი, საშუალო და რბილი ჯაგრით.
ფუნჯები უმეტესად ხისა და პლასტმასის კომბინაციას წარმოადგენს. პლასტმასის ბაზა უფრო მსუბუქია, გამძლე და ადვილად გასაწმენდი. დიდი ტერიტორიების გასაწმენდად, წაგრძელებული სახელურის მქონდე ჯაგრისი უნდა აირჩიო.
შესანიშნავი იქნება York, იატაკის საწმენდი ჯაგრისი. ეს არის იატაკის მაღალ სახელურიანი საწმენდი ჯაგრისი, რომელიც რეკომენდებულია ეზოებისა და ქუჩების დასასუფთავებლად. გამოიყენება ძლიერად დაბინძურებული ზედაპირის გასაწმენდად. აქვს ხისტი ფუნჯი.
მშრალი წმენდისთვის გრძელი და რბილი ჯაგრის მქონე ფუნჯები აირჩიე. იგივე ჯაგრისები, გამოიყენება მტვრის მოსაშორებლად, თუმცა ისინი კიდევ უფრო რბილი უნდა იყოს.
მოკლე სახელურიანი და უხეში ჯაგრის მქონე საწმენდები ხალიჩების და სხვა მსგავსი ზედაპირების გასაწმენად გამოიყენება. ასეთ ჯაგრისებს შორის კარგი არჩევანი იქნება Tonkita, ჯაგრისი მოკლე სახელურით და აქანდაზით. ეს არის ჯაგრისი მოკლე სახელურით და აქანდაზით, რომელიც მტვრის, ჭუჭყის, თმისა და ნამსხვრევების შესაგროვებლად გამოიყენება.
როგორ შევიძინოთ იატაკის საწმენდი ჯაგრისი ონლაინ
იმისთვის, რომ იატაკის საწმენდი ჯაგრისი ან სულაც მინის საწმენდი ჯოხი შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის იატაკის საწმენდი ჯაგრისები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.