კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
ნაგვის პარკები
ფილტრაცია
დალაგება:

ნაგვის პარკები

Fino, ნაგვის პარკი, 120 ლ, 15 ც.-48%
20 პროდუქტის ჩვენება

ნაგვის პარკები სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყოფა როგორც მოცულობის, ასევე პარკის მასალის ხარისხის მიხედვით. 

 

რა მოცულობის შეიძლება იყოს ნაგვის პარკები

 

სამზარეულოს ნივთები საიმედო და მტკიცე უნდა იყოს, ეს იქნება ნაგვის პარკები თუ ჭურჭლის სახეხი ნეჭები. ნაგვის პარკები მოცულობის მიხედვით ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა.
 

სახლისა თუ ოფისისთვის განკუთვნილი ნაგვის პარკი, როგორც წესი, მაქსიმუმ 20-30 ლიტრი (სიგანე და სიღრმე 20-80სმ) ტევადობისაა. ასეთი მოცულობის პარკებს შორის შეგიძლია არჩევანი შეაჩერო Parex-ის 20 ლიტრიან ნაგვის პარკზე. Parex-ის მაღალი ხარისხის ნაგვის პარკის დახმარებით გარემო ყოველთვის სუფთა იქნება.

 

უფრო დიდი სტანდარტი - 60 ლიტრიანი (სიგანე და სიღრმე 50-80სმ) პარკები ქუჩის ღონისძიებების, სავაჭრო ცენტრებისა და სასტუმროებისთვის არის განკუთვნილი. ასეთი მოცულობის პარკებს შორის Novax-ის 60 ლიტრიანი ნაგვის პარკი კარგი არჩევანი იქნება. ის მზადდება მაღალი წნევის პოლიეთილენით და გამოიყენება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესანახად.

 

90-120 ლიტრი (სიგანე და სიღრმე 65სმ-1.5მ) მოცულობის პარკები ქალაქგარეთ ღონისძიებებისთვის და ისეთი თავყრილობებისთვის გამოიყენება სადაც ბევრი ადამიანი ერთდროულად ტოვებს ნარჩენებს. 

 

თუ ასეთი მოცულობის პარკი გჭირდება Grass-ის ნაგვის ტომარა გამოგადგება. მოცემული ტომრები ფართოდ გამოიყენება დასუფთავების კომპანიებში, მომსახურების სექტორში, ოფისში, სამრეწველო შენობებში და სხვადასხვა დაწესებულებებში (კლინიკები, სკოლები, საბავშვო ბაღები), საშინაო მოხმარებაში, სასტუმროებში, სილამაზის სალონებსა და ფიტნეს ცენტრებში. ტომრები ადვილად გადამუშავებადია, ჰერმეტული, გამძლე და უნივერსალურია გამოსაყენებლად.

 

180-300 ლიტრი (სიგანე და სიღრმე 90სმ-2მ) გვხვდება სამშენებლო ობიექტებზე, საწარმოებში და სხვა. ასეთი მოცულობის ნარჩენებისთვის Freken Bok-ის მრავალშრიანი ნაგვის პარკი შეუცვლელი იქნება. Freken Bok- ის ნაგვის პარკები გამოიყენება საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების შესაგროვებლად. ის დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიეთილენისგან და ეფექტურად იცავს გარემოს დაბინძურებისგან.

 

ნაგვის პარკები მასალის ხარისხის მიხედვით

 

ისევე, როგორც მინის საწმენდი ჯოხები, ნაგვის პარკებიც სხვადასხვა დანიშნულებისთვის სხვადასხვა მასალისგან მზადდება. ნაგვის პარკები ხარისხის მიხედვით იყო შემდეგ კატეგორიებად: დაბალი წნევის პოლიეთილენი, ეს არის შრიალა ხმის მქონე, უხეში, დაბალი ხარისხის მასალის პარკები. ისინი განკუთვნილია მხოლოდ ძალიან მსუბუქი ნაგვისთვის. შეიძლება საკვები ნარჩენებისთვისაც არ გამოდგეს, რადგან უმნიშვნელო მოცულობის ტენიანობას ატარებენ. 

 

მაღალი წნევის პოლიეთილენი ელასტიკური და რბილი მასალაა, არ ხმაურობს, ადვილად უძლებს მძიმე წონას, ბასრ საგნებს და არ ატარებს სინესტეს. 

 

საშუალო წნევის პოლიეთილენი იგივე პოლიმერი ზევით ჩამოთვლილი ორი კატეგორიის ნედლეულის ნაზავისგან მზადდება. მისი მახასიათებლებით უფრო  დაბალი წნევის პოლიეთილენს ჰგავს, თუმცა უფრო მტკიცეა. ის უნივერსალური კატეგორიაა, რადგანაც გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამრეწველო დანიშნულებით.

 

ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენი ბუნებრივი მასალისგან – სიმინდის სახამებლისა და შაქრის ლერწმისგან მზადდება, რომელსაც ზოგჯერ სწრაფად გახრწნისთვის საჭირო ნივთიერებები აქვს დამატებული. ასეთი პარკები ბიომასად 30-70 დღეში იქცევა, როდესაც ამავე დანამატების მქონე პოლიმერს 1-3 წელი სჭირდება. ისინი არ გამოირჩევა სიმტკიცით, ამიტომ ყველაზე მსუბუქი საკვები ნარჩენებისთვის გამოიყენება.

 

ნაგვის პარკები და საოჯახო საჭიროების სხვა ნივთები, მაგალითად ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულები შეგიძლია ონლაინ შეარჩიო. შეიძინე საუკეთესო ბრენდების პროდუქტები იდეალური სისუფთავისთვის.

 

როგორ შევიძინოთ ნაგვის პარკები ონლაინ

 

იმისთვის, რომ ნაგვის პარკები ან სულაც, ცოცხები და იატაკის საწმენდი ჯაგრისები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ნაგვის პარკები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.