ხის ბუნებრივ იატაკს ბევრი უპირატესობა აქვს. ეს მასალა ეკოლოგიურად სუფთაა, ხის საფარი ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება, სასიამოვნოა შეხებისას და ინტერიერს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს. თუმცა, ხე ფრთხილად მოპყრობას და რეგულარულ მოვლას მოითხოვს, რათა იატაკის იერი და მახასიათებლები მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამაში ხის იატაკის პროფესიონალური საწმენდები და სხვა საშუალებები, მაგალითად უნივერსალური საწმენდი ტილოები დაგეხმარება.
ბაზარზე სხვადასხვა ბრენდის უამრავი პროდუქტია წარმოდგენილი და მიუხედავად იმისა, რომ ხის იატაკის საწმენდი საკმაოდ მარტივ საშუალებად ჟღერს, მაინც გვიჭირს არჩევა. სინამდვილეში ასეც არის, ისევე როგორც იატაკის საწმენდი ჯაგრისები, საწმენდი საშუალებებიც ერთმანეთისგან როგორც ხარისხით, ასევე დანიშნულებითაც განსხვავდება. ხის იატაკის საწმენდი და მისი მოვლის საშუალებები შეიძლება იყოს:
- ზეთოვანი იატაკის საწმენდი;
- იატაკის უნივერსალური საწმენდი სითხე;
- იატაკის საპრიალებელი;
- პარკეტის იატაკის საწმენდი;
- ლამინატის იატაკის საწმენდი;
- პარკეტის დამცავი სითხე;
- პარკეტის ფერის აღმდგენი სითხე.
ჩამჯდარ ჭუჭყს და დიდ ლაქებს მხოლოდ იატაკის ჯოხები & მოპები ვერ გაუმკლავდება, ამისთვის დაგჭირდება საწმენდ საშუალებებს მიმართო.
ლამინატისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება Bagi Laminat ლამინირებული იატაკის საწმენდი. ის გამოიყენება ლამინირებული და ხის იატაკისთვის. აშორებს ჭუჭყსა და ლაქებს, აპრიალებს ზედაპირს, იცავს მას ნაკაწრებისგან და ანიჭებს სასიამოვნო სურნელს.
ასევე, შესანიშნავი საშუალებაა Emsal პარკეტის საწმენდი სითხე, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ხის იატაკისთვის. ბრწყინვალეა გალაქული და ზეთოვანი ზედაპირებისთვის. აშორებს ჭუჭყსა და მტვერს, ქმნის დამცავ ფენას და ხელს უშლის წყლისა და მტვრის ნაწილაკების იატაკში მოხვედრას. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.
როგორ შევიძინოთ ხის იატაკის საწმენდი ონლაინ
იმისთვის, რომ ხის იატაკის საწმენდი შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების საწმენდი საშუალებები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.