WOOOD ჰოლანდიური ავეჯის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც თანამედროვე დიზაინის ნივთებს ქმნის და ცნობილია ხარისხიანი და მდგრადი პროდუქტებით. VELI.store-ზე კატეგორიაში სახლი & ეზო, WOOOD-ის ბრენდის მცირე ავეჯი დაგხვდება, რომელთა შეძენასაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებ.
WOOOD-ის გარე ავეჯი ველიზე
ექსტერიერისთვის კარგი არჩევანია WOOOD, Bliss, ეზოს სკამი, რომელიც ზომით 75 x 52 x 53 სმ-ია და უძლებს 150 კგ დატვირთვას. პროდუქტი მაღალი ხარისხის პოლიპროპილენისგან არის დამზადებული და მწვანე ფერისაა სადა დიზაინით. დაბალი ტემპერატურებისა და არახელსაყრელი ამინდების დროს რეკომენდებულია სკამის განთავსება შიდა სივრცეში ან სპეციალური დამცავი ზედაპირების გამოყენება.
ეზოსთვის ასევე შეგიძლია შეარჩიო WOOOD, მაგიდების ნაკრები. პროდუქტის ზედაპირი შექმნილია გადამუშავებული ხისგან, ჩარჩო და ფეხები კი რკინისაა. კომპლექტში ერთიანდება დიდი (42 x 74 x 74 სმ), საშუალო (48 x 58 x 58 სმ) და პატარა (56 x 45 x 45 სმ) ზომის მაგიდა. თითოეულ მაგიდას 3 ფეხი აქვს, რომელთა დიამეტრიც 2 სმ-ია. პროდუქტების გამოყენება შეიძლება როგორც ყავის შესვენებისთვის, ასევე მცირე ნივთების მოსათავსებლად, მცენარის ქოთნისთვის ან მაგიდის სანათისთვის. მაგიდების კიდეები აწეულია 7 მმ-ით, ამიტომაც ნაკლები შანსია ნივთების ზედაპირიდან გადმოვარდნის ან სითხის დაქცევის
შეარჩიე WOOOD-ის რბილი ავეჯი
სამზარეულო სივრცისთვის კომფორტული ვარიანტია WOOOD, Lucy, სასადილო ოთახის სკამი, რომლის ზედაპირიც მატყლისა და პოლიესტერისგან არის დამზადებული, რაც მას რბილ სკამად აქცევს. ქსოვილის წყალობით კი ზედაპირი მარტივად მოსავლელია. ზომით სკამი 87 x 150 x 67 სმ-ია.
იმისთვის, რომ ავეჯი მუდმივად სუფთა მდგომარეობაში იყოს, ველიზე შეარჩიე ავეჯის საწმენდი სითხე, რომელიც არომატის გარეშეა და ლაქებს ხარისხის მიხედვით 6-დან 10 საათამდე ვადაში აშორებს.
შეარჩიე ველიზე WOOOD-ის ბრენდის ეზოს თუ აბაზანის ავეჯი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.