კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
თეთრეული
ფილტრაცია
დალაგება:

თეთრეული

Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ერთსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca,  ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ორსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ერთსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ერთსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
Karaca, ერთსაწოლიანი  თეთრეულის ნაკრები
Karaca, ერთსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები
20 პროდუქტის ჩვენება

ჯანსაღი და ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ის ჩვენს პროდუქტიულობასა და განწყობაზეც მოქმედებს. შერჩეულ თეთრეულს და გარემოს პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე თუ რამდენ ხანს და რამდენად კარგად გძინავს. 
 

თეთრეულის ბრენდები ველიზე


საუკეთესო თეთრეული კომფორტთან ერთად დეკორაციული დანიშნულებისთვისაც არის. ამიტომ, სასურველია ფერებითა და სტილით ოთახის ინტერიერს შეესაბამებოდეს. თუმცა, მეტად მნიშვნელოვანი მახასიათებლები ახალი თეთრეულის ყიდვისას, რომლებზე დაფიქრებაც ღირს, მასალას, მოვლის სიმარტივესა და ღირებულებას მოიცავს. ველიზე თეთრეულის კატეგორიაში შეხვდები ისეთ რჩეულ ბრენდებს როგორიცაა:
 

აქ წარმოდგენილი ბრენდების კოლექციებში ასევე, ნაკრების ზომა და განსაკუთრებით ზეწარი თავსებადი უნდა იყოს მატრასთან. სწორი მასალის, ძაფების რაოდენობის, ქსოვილისა და ზომის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებაში ნამდვილად დაგეხმარება.
 

რას უნდა მიაქციო ყურადღება თეთრეულის შეძენისას?
 

VELI-ზე შემოთავაზებული თეთრეულის უმეტესობა დამზადებულია ბუნებრივი (რბილი, გამძლე, და სუნთქვადი) მატერიისგან, მაგალითად: აბრეშუმი, ბამბა, ატლასი. ასევე, მიკროფიბერი, პოლიესტერი, პოლიკოტონი და სხვა. თვალი გადაავლე რამდენიმე კომპონენტს, რაც თეთრეულის შეძენამდე უნდა გაითვალისწინო.
 

მასალა
 

ყველაზე პოპულარულია 100% ბუნებრივი ბამბის თეთრეული, რომელიც ნაზი, რბილი და ხელმისაწვდომია. ასეთი მასალა სუნთქვადია და მაქსიმალური კომფორტისთვის ტენიანობის შთანთქმის უნარით გამოირჩევა. ატლასის და სატინის პროდუქცია შედარებით ძვირია, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის ტექსტილად მოიაზრება. სატინა ისევე, როგორც აბრეშუმი მეტ ფუფუნებას მატებს საძინებლის ინტერიერს. ასეთ თეთრეულთან სასიამოვნო შეხება კი დადებით ემოციებს იწვევს. 


ხარისხი
 

თეთრეულის მასალაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი ხარისხი. ძაფების რაოდენობა თეთრეულის ხარისხს განსაზღვრავს (ზაფხულში ტემპერატურის მატებისას, 200-400-ს უნდა შეადგენდეს, ხოლო ზამთარში - 400-ზე მეტს).  მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უკეთესია ქსოვილი. კარგმა ინვესტიციამ შეიძლება შენი ძილის ხარისხი შეცვალოს და კომფორტული დასვენების საშუალებაც მოგცეს, რაც საბოლოოდ ჯანმრთელობაზე აისახება.
 

ბრენდის რეპუტაცია
 

იმისთვის, რომ თეთრეულმა დიდხანს გაგიძლოს, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ბრენდის რეპუტაციას, რომლის თეთრეულსაც შეიძენ. ველიზე მაღალი ხარისხის თეთრეულის ბრენდები დაგხვდება, სწორად მოვლისთვის კი აუცილებელია კონკრეტული მასალის ქსოვილი შესაბამის ტემპერატურაზე გარეცხო. მაგალითად ბამბა 30 გრადუსზე, თუმცა აბრეშუმის თეთრეული რეკომენდებულია უფრო დაბალ გრადუსზე გარეცხო.


რა უპირატესობა აქვს თეთრეულის ონლაინ შეძენას?
 

მაშინ როდესაც თეთრეულის მაღაზია ბევრია, ონლაინ პროდუქციის შეძენა ბევრად გიმარტივებს ყიდვის პროცესს. VELI-ზე თეთრეულის ონლაინ კატალოგით სახლიდან გაუსვლელად შოპინგის საშუალება გაქვს. აქ დაგხვდება საოჯახო, საბავშვო თეთრეულის დიდი არჩევანი და სამზარეულოს ტექსტილი ხელმისაწვდომ ფასად. კარგი ძილისთვის ყოველთვის საჭიროა დამატებითი კომფორტის შექმნა და მოსამზადებელი რუტინაც. ასეთ კომფორტს კი, პლედები შესანიშნავად უზრუნველყოფს, რომლებსაც ველის ონლაინ მაღაზიაში აღმოაჩენ. აქვე შეგიძლია საჭირო ნივთები აბაზანისთვის, მათ შორის რბილი ტექსტურის ხალათი მოიმარაგო. 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.