კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
პლედი & გადასაფარებელი
ფილტრაცია
დალაგება:

პლედი & გადასაფარებელი

In The Mood, პლედი
Koopman, პლედი
Koopman, პლედი-20%
71.9289.90
Koopman, პლედი
Koopman, პლედი
Koopman, პლედი-30%
38.4354.90
Koopman, პლედი
Koopman, პლედი
Koopman, პლედი
Koopman, პლედი
Koopman, პლედი
In The Mood, პლედი
Koopman, პლედი
In The Mood, პლედი
Mica Decorations, პლედი
Koopman, პლედი-25%
67.4389.90
Koopman, პლედი
20 პროდუქტის ჩვენება

ჯანმრთელი ძილისთვის მხოლოდ ლამაზი გადასაფარებელი ან პლედის შერჩევა არ კმარა, მნიშვნელოვანია იცოდე რა მასალის, როგორი ხარისხისა და რა თვისებების მატარებელი ქსოვილისგან არის პროდუქტი დამზადებული. 
 

VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში, ტექსტილის კატეგორიაში პლედისა და გადასაფარებლების მწარმოებელ, რჩეულ ბრენდებს შეხვდები, რომლებიც მაღალი ხარისხის, გამძლე თეთრეულს აწარმოებენ.
 

ველიზე გადასაფარებლებისა და პლედების შერჩევა მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შეხვდები თურქული ბრენდის, Madam Coco-ს 100%-ით ბამბისგან დამზადებულ ერთსაწოლიან, ორსაწოლიან გადასაფარებლებსა და პლედს. იმისთვის, რომ თეთრეულმა და პლედებმა მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს მნიშვნელოვანია ქსოვილი სარეცხის მანქანაში, 30 გრადუსზე გარეცხო. ველიზე შეძენილი გადასაფარებელი და პლედები კომფორტის, სიმყუდროვისა და სისუფთავის შეგრძნებას მოგანიჭებს. თითოეული პროდუქტი შეგიძლია ზომების მიხედვით შეარჩიო, შენაძენს კი სრულიად უფასოდ, ზუსტად 3 საათში მიიღებ. 
 

გადასაფარებელი და პლედები კომფორტთან ერთად საძინებლის ინტერიერის დახვეწის კარგი საშუალებაა. ველიზე წარმოდგენილი კოლექციიდან შეგიძლია პლედები ფერთა პალიტრის, სტილისა და დიზაინის მიხედვით შეარჩიო. შეგხვდება Koopman-ის ბამბის პლედი, რომელიც როგორ პლედად ასევე საპიკნიკე გადასაფარებლად შეგიძლია გამოიყენო. ველიზე წარმოდგენილი გადასაფარებლებისა და პლედების კოლექციიდან პროდუქტები დამზადებულია ბუნებრივი, რბილი, გამძლე და სუნთქვადი მასალისგან როგორიცაა აბრეშუმი, აბრეშუმი, ბამბა, ატლასი,  აქვეა, მიკროფიბერი, პოლიესტერი და სხვა მასალისგან დამზადებული პროდუქცია. ველიზე მომხმარებელთა რჩეული და ყველაზე გაყიდვადი ბამბის თეთრეულებია, რადგან ბამბის ქსოვილი მარტივი მოვლის შესაძლებლობით გამოირჩევა. 
 

გადასაფარებლებისა და პლედების არჩევისას უნდა გაითვალისწინო:
 

  • გადასაფარებლების ზომა თავსებადი უნდა იყოს მატრასთან, ბალიშებთან და საბანთან;
     
  • ყურადღება მიაქციე მასალის ტიპს - ველიზე შეგხვდება ბამბის, პოლიესტერის, ბამბისა და პოლიესტერის შერეული ვარიანტის გადასაფარებლები;
     
  • თუ გინდა, რომ შენი საძინებელი უფრო კომფორტული და მყუდრო გახდეს, შეეცადე გადასაფარებლისა ან პლედის სტილი საძინებლის დიზაინს შეუხამო, რაც სივრცის გალამაზებასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარება;


მშვილი და ჯანმრთელი ძილისთვის პლედები სეზონების მიხედვით შეარჩიე. მაგალითად ზამთრის სუსხიან ამინდში ჩასათბობად უმჯობესია არჩევანი Koopman-ის ღუნღულა საწოლის გადასაფარებელზე შეაჩერო, რომელიც პლედის ფუნქციასაც შეითავსებს და 2 ფერში შეგხვდება;


ველის სახლი & ეზოს კატეგორია მდიდარი და მრავალფეროვანია საყოფაცხოვრებო ნივთების, ტექსტილისა და სახლის დეკორის აქსესუარებით. გადასაფარებლებისა და პლედების გარდა შეიძლება დაგჭირდეს ფარდაგის, თეთრეულის, დეკორატიული ბალიშების, საბნის ან პირსახოცების/ხალათის შერჩევა. ოთახის სიმყუდროვისთვის დეკორატიული, პატარა აქსესუარიც კი დიდ როლს თამაშობს. ამისთვის იდეალური ვარიანტი შეიძლება დეკორატიული ბალიშები იყოს, რომელიც დივანის, პუფის ან სავარძლის გაფორმებასა და კომფორტულად მოწყობაშ დაგეხმარება.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.