Madame Coco თურქული ბრენდია, რომელიც ნივთებს სახლის მოწყობისა და დეკორისთვის ქმნის, მათ შორის არის, თეთრეული, პირსახოცები და სამზარეულოს ტექსტილი. VELI.store-ზე Madame Coco-ს კატეგორიაში მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო ბრენდის პროდუქტები და შეარჩიო სასურველი ნივთები. შენაძენი კი 3 საათში უფასო მიწოდებით თბილისის შენს ნებისმიერ მისამართზე იქნება.
Madame Coco-ს თეთრეული ველიზე
Madam Coco-ს ერთსაწოლიანი თეთრეულის ნაკრები დამზადებულია 100%-ით ბამბის მასალისგან და შედგება საბნის პირის, ზეწრისა და ბალიშის პირისგან. მწარმოებლის მიერ რეკომენდებულია, რომ ნაკრების თითოეული ნივთი სარეცხ მანქანაში 300C ტემპერატურაზე გაირეცხოს. ველიზე პროდუქტის შეძენა 40%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია, შენაძენი კი შენ მისამართზე უფასო მიწოდებით აღმოჩნდება. აქვე შეხვდები ორსაწოლიან თეთრეულის ნაკრებსაც, რომელიც ასევე 100%-ით ბამბის მასალისგან არის შექმნილი და აერთიანებს საბნის პირს, ზეწარსა და 2 ცალ ბალიშის პირს.
კატეგორიაში ასევე შეგიძლია დაათვალიერო მხოლოდ ერთსაწოლიანი ზეწარი, რომლის შეძენაც 40%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია.
Madame Coco-ს სამზარეულოს ნივთები
სამზარეულოს ტექსტილიდან ველიზე აღმოაჩენ Madam Coco-ს სამზარეულოს პირსახოცს, რომელიც 3 სხვადასხვა, კრემისფერი, თეთრი და იასამნისფრით არის წარმოდგენილი. ნივთები 100%-ით ბამბის მასალისგან არის დამზადებული და ზომა 60სმ-ს შეადგენს. პირსახოცს ასევე აქვს თავისი საკიდი, რაც სამზარეულოში მის პრაქტიკულ გამოყენებას ამარტივებს.
ველიზე ასევე შეხვდები მინის ჭიქების ნაკრებს. კომპლექტში ერთიანდება 4 ჭიქა, რომელთა მოცულობაც 510 მლ-ია. აქვე დაათვალიერებ ლანჩის კონტეინერს, რომელიც პლასტმასისგან არის დამზადებული და შიგნით შეგიძლია მოათავსო სხვადასხვა ტიპის პროდუქტები.
Madame Coco-ს პირსახოცი
Madam Coco-ს სახის პირსახოცი სწრაფად იწოვს სისველეს და მოკლე დროში შრება. ნივთი 100%-ით ბამბის მასალისგან არის დამზადებული და აქვს რბილი და სასიამოვნო ფაქტურა. ზომა (50x70სმ) უზრუნველყოფს ნივთის კომფორტულ გამოყენებას და ნებისმიერ ადგილას მარტივ გადაადგილებას. ველიზე სახის პირსახოცს შინდისფერ და იასამნისფერ ფერებში აღმოაჩენ თანხის გადახდას კი შენზე მორგებული საბანკო პირობებით შეძლებ.
ველიზე შეხვდები Madam Coco-ს პირსახოცს, რომელიც დამზადებულია 60% ბამბისა და 40% ვისკოზას მასალისგან. პირსახოცი სხვადასხვა, ვარდისფერ, კრემისფერ და იასამნისფერ ფერებშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ველიზე 25%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია.
იშოპინგე ველიზე ონლაინ, შეარჩიე Madam Coco-ს პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.