Lodge ამერიკული ბრენდია, რომელიც ქმნის ისეთ სამზარეულოს ჭურჭელს, მათ შორის არის, ქვაბები, ტაფები, ცხაურები თუ ჰოლანდიური ღუმელები. VELI.store-ზე კატეგორიაში სამზარეულო & სერვირება მარტივად შეგიძლია შეარჩიო თუჯის ქვაბები და ტაფები. შეუკვეთე Lodge-ის სასურველი პროდუქტი ველიზე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
აღმოაჩინე თუჯის ტაფა
ჩაშუშული და შემწვარი კერძების მოსამზადებლად კარგი ვარიანტია Lodge, თუჯის ოვალური ტაფა. სქელი და მძიმე კორპუსი ხელს უწყობს ტაფის ზედაპირზე სითბოს თანაბარ გადანაწილებას. ტაფას ორი სახელური აქვს, რაც საკვების მზადების დროს მარტივ მანევრირებას უზრუნველყოფს. კოროზიის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ტაფის საფუძვლიანად გაშრობა გარეცხვის შემდეგ. მაჭკატების მოსამზადებლად შეგიძლია Lodge, თუჯის ტაფა გამოიყენო.
ღუმელში ან შიდა გაზქურის ზედაპირზე გრილის ეფექტის იმიტაციისთვის არის შექმნილი Lodge, თუჯის ტაფა-გრილი. ტაფას აქვს ბრტყელი ზედაპირი აწეული კიდეებით და გრილის ხაზებით. კიდეები ქმნის საჰაერო ჯიბეებს, რომლებიც ხელს უწყობენ კარამელიზაციას. ველიზე ასევე დაგხვდება თუჯის ტაფა თავსახურით.
Lodge-ის თუჯის ქვაბები ველიზე
ხორცისა თუ სხვადასხვა ტიპის სადილის მოსამზადებლად მოსახერხებელია Lodge, ქვაბი თავსახურით. ემალირებული თუჯი დიდი ხნით ინარჩუნებს ტემპერატურას. მინანქარი არის გლუვი და ანტიბაქტერიული, რაც უზრუნველყოფს ჯანსაღ ხარშვას, ასევე მომზადებული საკვების მარინირებასა და შენახვის უნარს. ანტიბაქტერიული მინანქარი ასევე აადვილებს სისუფთავის შენარჩუნებას.
აღმოაჩინე Lodge-ის ბრენდის თუჯის ტაფები, სილიკონის დასადები თუ სახელურის დამჭერი, შეუკვეთე სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.