კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

Karaca

Karaca, Lemur, მინის ჩაიდანი, 1 ლ-40%
Karaca, თუჯის ჩაიდანი, 600 მლ-40%
Karaca, თუჯის ჩაიდანი, 900 მლ-40%
Karaca, ტაფა-გრილი, 28 სმ-40%
Karaca, ტაფა-გრილი, 28 სმ-40%
Karaca, Bio Diamond ტაფა, Ø 26 სმ-40%
Karaca, Bio Diamond ტაფა, Ø 30 სმ-40%
Karaca, ქვაბი, 2.9 ლ-40%
Karaca, Bio Diamond ტაფა, Ø 20 სმ-40%
Karaca, Bio Diamond ქვაბი, 2.6  ლ-40%
114.54190.90
Karaca, Bio Diamond ქვაბი, 2.6 ლ
Karaca, Bio Diamond ქვაბი, 2.3 ლ-40%
Karaca, ქვაბი, 2.6 ლ-40%
Karaca, ქვაბი, 3.8 ლ-40%
Karaca, ქვაბი, 3 ლ-40%
Karaca, ქვაბი, 2.9 ლ
117.90
Karaca, ქვაბი, 2.9 ლ
Karaca, ტაფა, 20 სმ-25%
20 პროდუქტის ჩვენება

Karaca სახლისა და სამზარეულოს პროდუქციის წარმოებაში გამორჩეული და ინოვაციური  თურქული ბრენდია. ბრენდი ცნობილია თავისი ტრადიციული დიზაინით, მაღალი სტანდარტების ხარისხითა და პროდუქციის პრაქტიკულობით. 

თუ სამზარეულოს დამხმარე და მოსამზადებელი აქსესუარების, სერვირების, ან თეთრეულის ონლაინ შეძენა გადაწყვიტე, სწორ ადგილას მოხვდი. ველიზე Karaca-ს კატეგორიაში შენს გემოვნებასა და საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დიდ ასორტიმენტს შეხვდები. 


აღმოაჩინე Karaca-ს მრავალფეროვნება ველიზე
 

დაათვალიერე თურქული მწარმოებლის ყველაზე პოპულარული პროდუქტები, მათ შორის, ტაფები, ქვაბების ნაკრები, კონტეინერები, სერვირების კომპლექტი, ყავისა და ჩაის მოსამზადებელი საშუალებები, ტექსტილისა და დეკორის არჩევანი. Karaca-ს თითოეული ნივთი შექმნილია შენი კულინარიული გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ხოლო, საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიული აქსესუარები სახლში სიმყუდროვისა და კომფორტის შეგრძნებას განიჭებენ. ველიზე მათი შეძენა, ხელმისაწვდომი ფასებით, სპეციალური შეთავაზებითა და უფასო მიტანით შეგიძლია. 


ბრენდის ინდუქციური ტაფები და ქვაბები შექმნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის და მზადებისას კერძის სიჯანსაღეს ინარჩუნებს. დაამატე სამზარეულოში ტაფების და ქვაბების ნაკრები ალმასის კრისტალების საფარით. კომპლექტში შემავალი თითოეული ნივთი გამძლე და მდგრადია ნაკაწრების მიმართ. გამოირჩევა მაღალი, არაწებოვანი და ცეცხლგამძლე ზედაპირით, რომელიც არ საჭიროებს ზეთს. პროდუქტის ორმაგი ანტიბაქტერიული ფენა არ წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებებს და ხელს უშლის საკვების ზედაპირზე მიკრობას. მასთან ერთად, დამხმარე აქსესუარების ნაკრები, შეფის დანების კომპლექტი და სხვა მრავალფეროვანი არჩევანი სამზარეულოში მზადების პროცესს მარტივს და სასიამოვნოდ გახდის.


Karaca-ს ასორტიმენტში დაგხვდება:
 

  • ტექსტილი;
  • სამზარეულოს პროდუქცია;
  • ყველაფერი სერვირებისთვის;
  • დეკორი;
     

ბრენდის ფაიფურის ჭურჭლის კოლექციიდან, მაგალითად, თასები და ჭურჭელი სოუსებისთვის ელენგატური და ფუნქციური დამატებაა ნებისმიერი სამზარეულოსა თუ სუფრისთვის. ფაიფური გამოირჩევა თავისი გამძლეობით, გლუვი, და პრიალა საფარით. ამავე მასალისგან დამზადებული ფინჯნები შესანიშნავი დანამატი იქნება ყავის მოყვარულთა კოლექციაში, ყოველდღიური გამოყენებისთვის თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. სხვადასხვა დანიშნულების დანა-ჩანგლებისა და კოვზების ნაკრები კი, უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული და ერგონომიული დიზაინით გამოირჩევა. კლასიკური და სადა დიზაინის ნაკრები ნებისმიერ სუფრას დახვეწილს გახდის და სერვირების განახლების კარგი შესაძლებლობაა.


Karaca-ს დეკორატიული ნივთებით როგორებიცაა, ლარნაკი, სურნელოვანი ჩხირები, ლანგარი, კონტეინერი თუ მაგიდის პერსონალური დასაფენი, დაგეხმარება სახლში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა. ასეთი აქსესუარებით შეგიძლია ფუნქციურთან ერთად, თახში გემოვნებიანი და ორიგინალური დეკორი შექმნა.


ველიზე ბრენდის კიდევ ერთ გამორჩეულ ასორტიმენტს ტექსტილის კატეგორიაში შეხვდები. სწორად შერჩეული თეთრეული ჯანსაღი და ხარისხიანი ძილის  გარანტიაა. Karaca-ს ორსაწოლიანი და ერთსაწოლიანი, ასევე საბავშვო თეთრეული შექმნილია მშვიდი ძილისა და კომფორტისთვის. თეთრეული დამზადებულია 100% ბამბისა და სატინისგან. მისი გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში 30°C ტემპერატურაზე. ბრენდის აბაზანის პირსახოცები და ხალათები კომფორტისა და ხარისხის შესანიშნავ კომბინაციას ქმნის. Karaca-ს ბუნებრივი ბამბის ტექსტილი, შეხებისას ნაზი, რბილი და მარტივად მოსავლელია. ასეთი მასალა სუნთქვადია და მაქსიმალური კომფორტისთვის ტენიანობის შთანთქმის უნარით გამოირჩევა.


შეარჩიე Karaca-ს ჭურჭელი, დეკორი და თეთრეული ონალინ
 

იშოპინგე VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად და თავად გამოსცადე Karaca-ს მრავალწლიანი ხარისხი, რომელიც ბრენდის შექმნით, თურქეთში 1973 წლიდან დაიწყო. შემატე სახლს Karaca-ს გამორჩეული დიზაინისა და უმაღლესი სტანდარტის პროდუქცია. მიიღე შენაძენი სულ რაღაც 3 საათში, უფასო მიტანით. 
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.