თუ გინდა სივრცეში მაქსიმალურად შეიტანო სახლური ელფერი, მაშინ სწორად შერჩეული განათება ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარება. ველის ასორტიმენტიდან შეძლებ ყველა ოთახი გაანათო. დაათვალიერე რჩეული ნათურების ვარიანტები ელეგანტური მისაღები ოთახისთვის, სამზარეულოსთვის, კაბინეტისთვის ან ეზო გასანათებლად. გამოიყენე დეკორატიული განათებები ოთახში სასიამოვნო, მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად.
როგორ შევარჩიო ნათურა?
ოთახისთვის არჩეული განათების ტიპი დიდ გავლენას ახდენს ოთახის განწყობაზე. განათების მოწყობილობებისა და ნათურების სწორი კომბინაცია შენს სახლს სწორედ ისე გაანათებს, როგორც გსურს.
ნათურების შეძენისას მნიშვნელოვანია იცოდე,რომელი ოთახისთვის გჭირდება. ნათურის სინათლის გამომუშავება (ლუმენებში), მისი საბაზისო ტიპი და ნათურის ფორმა. ორი რამ, რაც გასათვალისწინებელია ნათურის არჩევისას არის ვატი და ლუმენი. ნათურის სიმძლავრე საზომია იმისა თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს. ლუმენები კი მის სიკაშკაშეს - რაც უფრო მაღალია ლუმენის რაოდენობა, მით უფრო კაშკაშაა შუქი.
დღეს ყველაზე გამძლე ნათურები, შუქდიოდური (LED) ნათურებია. ზოგადი დანიშნულების ლედ ნათურა ერგება სტანდარტულ ნათურებს და არის ყველაზე ენერგოეფექტური ვარიანტი.
ნათურები ველიზე
მიუხედავად იმისა თუ რისთვის შეიძლება დაგჭირდეს ნათურები, ეს იქნება ახალი ბინის გასანათებლად, თუ უბრალოდ ძველი ნათურის ახლით შეცვლა, ველიზე შენთვის საინტერესო არჩევანია. არ აქვს მნიშვნელობა თბილი თუ ცივი განათების ნათურებს, სამუშაო თუ დეკორატიული დანიშნულებით, ვინტაჟურ თუ თანამედროვე ვარიანტებს ეძებ. Ველის ასორტიმენტში დაგხვდება: , ჰალოგენური, სმარტ და ლედ ნათურები. Vito-სა და Kikkerland-ის არჩევანი შენი განათების საჭიროების მიხედვით. აქ შეგიძლია მოწყობილობისთვის შესაფერისი ნათურა, სინათლის წყაროს ან განათების ტიპის მიხედვით შეარჩიო. ველიზე გაერთიანებულია ინკანდესენტური, ფლუორესცენტური და ჰალოგენური ტიპის ნათურები, ასევე უახლესი LED და სმარტ ნათურა. LED ნათურები ძალიან პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნათურებია. ენერგიის დასაზოგად. ამ ტიპის ნათურები ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით, 90%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ და თბილი შუქის შესაქმნელად დაგჭირდება.
თუ გსურს მოსახერხებელი და მოქნილი ნათურები განათების პერსონალიზაციისა და კონტროლის შესაძლებლობით - Vito-ს სმარტ ნათურა გამოგადგება. ველიზე ჭკვიანი ნათურების არჩევანია თბილი და ცივი, რომლითაც ოთახში სასურველ ატმოსფეროს შექმნი. მოწყობილობებიდან Wi-Fi და Bluetooth-ის დაკავშირებით მის კონტროლს მარტივად შეძლებ.
შეიძინე ველიზე სხვადასხვა ზომის, დიზაინისა და სიმძლავრის ნათურა. ამასთან ერთად აქ განათებების მრავალფეროვანი არჩევანია. ეს შეიძლება იყოს ტორშერები სავარძლის კუთხისთვის, მაგიდის სანათები სამუშაო სივრცისთვის ან ჭაღი უნიკალური ინტერიერის შესაქმნელად. VELI.store-ზე შეძენილი ნებისმიერი განათების ნივთს მაღალი ხარისხის გარანტია აქვს.