ზაფხულის სეზონზე, განსაკუთრებით კი ცხელ ამინდებში, გაგრილება წყალთან ერთად ყველაზე სასიამოვნო და სახალისოა. ამ აქტივობისთვის კი საინტერესო ვარიანტია გასაბერი აუზი. ეს ნივთი, სახლის ეზოში თუ აგარაკზე, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია წაიღო, გაბერო და ცხელ დღეებში კომფორტულად გაგრილდე. VELI.store-ზე გასაბერი აუზების კატეგორიაში შეგიძლია აღმოაჩინო Intex-ისა და Petite Pommes-ის ბრენდის აუზები.
გასაბერი აუზები VELI.store-ზე
ზაფხულში, ოჯახთან და ბავშვებთან ერთად დასვენებისა თუ კომფორტული გაგრილებისთვის, საინტერესო ვარიანტია Intex-ის ბრენდის 475X84სმ ზომის გასაბერი აუზი, რომელიც 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო ველიზე. აუზის მარტივად გასაბერი მასალა და ფორმა არ იკავებს დიდ ადგილს და საშუალებას მოგცემს შენთვის სასურველ ადგილას მოათავსო ნივთი.
აუზს სანიაღვრე სარქველი აქვს, რომელიც 9792 ლიტრი მოცულობის წყლისგან მარტივად და სწრაფად ცლის მას. პოლივინილის მასალა კი მის გამძლეობას უზრუნველყოფს. აუზს მოყვება ძლიერი ფილტრის ტუმბო, რომლის სიმძლავრეა 2271 ლიტრი საათში და მოიცავს ყველა საჭირო კოლექტორსა და მილს. აუზი 6 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.
გასაბერი აუზის სათანადოდ მოწყობისთვის ასევე დაგჭირდება შესაბამისი აქსესუარებიც, მათ შორის აუზის საფარი და აუზის გასაწმენდი ფუნჯი. შეარჩიე ველიზე ონლაინ შენთვის სასურველი სხვადასხვა ზომის გასაბერი აუზი, დაამატე კალათაში და მიიღე ნივთი ზუსტად 3 საათში.
საბავშვო გასაბერი აუზები VELI.store-ზე
ბავშვებისთვის სასიამოვნო ზაფხულის მნიშვნელოვანი ნაწილია აუზში ბანაობა და წყლის სათამაშოებით გართობა. ველიზე ონლაინ მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო ცისარტყელას, ვეშაპის, ეზოს, პეპელასა და უნიქორნის ფორმის გასაბერი აუზები.
Inex-ისა და Petites Pommes ბრენდების პროდუქტები მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მათი გამოყენება რეკომენდებულია ბავშვებისთვისაც. ველიზე პატარებისთვის მარტივად შეგიძლია შეარჩიო გასაბერი კამერა, წყლის გასაბერი ბურთი და საცურაო სამკლაური.
როგორ შევარჩიო გასაბერი აუზი?
გასაბერი აუზის შერჩევისას რამდენიმე დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება, მათ შორის, ზომას, მასალასა და კომპაქტურობას.
ზომა
ველიზე ბავშვებისთვის გასაბერი აუზების რამდენიმე რეკომენდებულ ზომას შეხვდები.
- 1-2 წლის ბავშვი - 95 სმ (დიამეტრი)
- 2-4 წლის ბავშვი - 147x130x86 (სმ)
- 4-7 წლის ბავშვი - 244x191x91 (სმ)
ზრდასრულებისთვისაც აღმოაჩენ გასაბერი აუზების სხვადასხვა ზომებს.
მასალა და კომპაქტურობა
გასაბერი აუზები ძირითადად პოლივინილის (PVC) მასალისგან მზადდება. იგი სითბო რეზისტენტული და მდგრადი მატერიაა, რომელიც აუზის გამძლეობას დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია, რომ გასაბერი აუზი მარტივად იცლებოდეს წყლისგან და იკეცებოდეს. ეს ფუნქციები მის კომფორტულ და მარტივ გადაადგილებას განაპირობებს.
ზაფხულის გრილად გატარებისთვის და გართობისთვის ველიზე მარტივად შეგიძლია აღმოაჩინო გასაბერი აუზების ფართო არჩევანი, შეარჩიო შენთვის სასურველი ნივთი და მიიღო შენაძენი 3 საათში.