კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
კარკასული აუზები
ფილტრაცია
დალაგება:

კარკასული აუზები

Bestway, კარკასული აუზი, 305 x 200 x 84 სმ
20 პროდუქტის ჩვენება

კარკასული აუზი

 

ზაფხულის ცხელი სეზონი ის დროა, როცა დასვენებასა და განტვირთვაზე ყველაზე მეტს ვფიქრობთ. მცხუნვარე მზე და მაღალი ტემპერატურა კი გვაიძულებს გასაგრილებლად სხვადასხვა საშუალებას მივმართოთ. რა ჯობს ქალაქიდან გასვლასა და ზღვაზე დასვენებას? თუმცა, რამდენადაც სასიამოვნო არ უნდა იყოს, განტვირთვის ასეთი საშუალება დროებითია, აუზები კი მუდმივი, ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული.

 

ეზოს აუზებიდან კარკასული აუზები განსაკუთრებით ხელსაყრელია, დაამონტაჟოთ სახლში ეზოსა თუ აგარაკზე. ერთადერთი რაც დაგჭირდება სივრცის პოვნაა. შემდეგ კი, შეგიძლია ამ წყლის აქტივობის აბსოლუტური კომფორტით ისიამოვნო! კარკასული აუზები დასვენებისა და გართობის იდეალური კომბინაციაა. გამძლეობასა და მოცულობასთან ერთად კარკასული აუზი ელეგანტურიც არის, რაც დიდი პლუსია ეზოს ექსტერიერისთვის.

 

მოიწვიე მეგობრები, ნათესავები და გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღე ერთად, საუკეთესო და გრილი მოგონებების შესაქმნელად. მოაწყვე შენი საყვარელი კარკასული აუზი, რომლითაც შეგიძლია დღის იმ მონაკვეთში, როდესაც მზე ზენიტშია წყლის განსაკუთრებულად გამაგრილებელი ეფექტით ისიამოვნო. საღამოს კი, - უკვე მზისგან გამთბარ აუზში, ზაფხულის ნიავით ჰარმონია შეიგრძნო და მშვიდი დროით დატკბე.

 

კარკასული აუზები VELI Store-ზე

 

კარკასული აუზები სავაჭრო ცენტრებსა და ინვენტარის მაღაზიებში ბევრია. თუმცა, ონლაინ შოპინგი, განსაკუთრებით კი ზაფხულში, სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და კარკასული აუზიც შეგიძლია მარტივად შეარჩიო. VELI.Store-ის ონლაინ მაღაზიაში მრავალფეროვანი კარკასული აუზები დაგხვდება. აქ შეგიძლია, სურვილის, გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით შეარჩიო გასაბერი ან კარკასული აუზი. ასევე რა სიღრმის, ფორმისა და ფერის უნდა იყოს შენი სასურველი აუზი, ბავშვებისთვის თუ უფროსებისთვის. ველიზე ყიდვისა და ტრანსპორტირების პროცესი მარტივი და სწრაფია.

 

ველიზე წარმოდგენილია ეზოს აუზებიდან ორი ტიპი - გასაბერი აუზი და კარკასული აუზები. გასაბერი აუზები უმეტესად საბავშვოა. თუმცა, კარკასული აუზები დანიშნულებით, ბევრად უფრო კომპლექსურია. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხარისხით გამოირჩევა, გრძელვადიანი და მარტივად ასაწყობია. აქ კარკასული აუზები შეგიძლია აირჩიო ფორმის, ფერის, ზომის, წყლის მოცულობისა და დანიშნულების მიხედვით. პროდუქცია გათვლილია როგორც ბავშვებზე, ასევე ზრდასრულ ადამიანებზე.

 

ველიზე უმეტესად აუზების მწარმოებელი ორი დიდი ბრენდის Intex-ისა და Bestway-ის კარკასული აუზები არის. ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე არსებული კარკასული აუზები აღჭურვილია სხვადასხვა სასარგებლო ნივთით როგორებიცაა: კარტრიჯი, გადასაფარებელი ტენტი, კიბე და წყლის დამცლელი სარქველი, რომელზეც სარწყავი შლანგია მიმაგრებული. ზოგიერთ მათგანს შესაკეთებელი ნაკრებიც მოჰყვება სარემონტო ლენტითა და წებოთი. კარკასული აუზები დამზადებულია სამფენიანი პოლივინიქლორიდის მასალისგან, რომელიც გამძლეობით გამოირჩევა. აუზის არჩევისას გასათვალისწინებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორები - ხარისხი და ბიუჯეტი, ველიზე დაბალანსებულია. აქ საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია.

 

როგორ შევარჩიო კარკასული აუზი?

 

კარკასული აუზების შეძენა კარგ ინვესტიციასთან ერთად ნიშნავს ბევრი არჩევანი გააკეთო.  კარკასული აუზების შეძენისას მთავარია სწორად განსაზღვრო, სად უნდა განათავსო, რა სივრცე უნდა დაიკავოს, როგორ ფორმასა და ფერს ანიჭებ უპირატესობას. დამონტაჟებას კი - თავადაც მოახერხებ. მასალა PVC, პოლივინილი, რითიც ისინი დამზადებულია,  მყარი და გამძლე აუზის გარანტიაა. ამასთან,  შესაძლებლობას გაძლევს კარკასული აუზით შენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდხანს ისიამოვნო.

 

კარკასული აუზების შეძენისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინო, რაშიც აუცილებლად დაგეხმარებით.

მაშ ასე:

 

ლოკაცია

 

იდეალური ოაზისის შესაქმნელად, მოძებნეთ მზიანი ადგილი, რომელიც დაცულია ქარისგან და აუზს გაათბობს. გაითვალისწინეთ სივრცე, რამდენად გაქვს ეზოში ადგილი რომ კარკასული აუზი მოათავსო. ასევე რეკომენდებულია აუზი დამონტაჟდეს ხეებისგან და მცენარეებისგან მოშორებით, რათა თავიდან აირიდოთ წყალში ფოთლების ჩავარდნა. გაითვალისწინე აუზის ფილტრის სისტემის ზომებიც, რათა საკმარისი ადგილი დარჩეს აუზის გადაადგილებისთვის. კარკასული აუზები უნდა დამონტაჟდეს ბრტყელ, თანაბარ ზედაპირზე. მასსა და აუზს შორის სასურველია რბილი საფარი მოათავსო. მას შემდეგ რაც დარწმუნდები, რომ ზედაპირი იდეალურად ბრტყელია, გაასუფთავე ტერიტორია.

 

ჩარჩო

 

აუზის მასშტაბებსა და ფორმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ჩარჩოს სწორად შერჩევა, რომელიც კედლებსა და წყალს დაიჭერს. კარკასული აუზები, შედგება პლასტმასის მასალებისგან - განსხვავებით მყარი ცალმხრივი აუზებისგან, რომლებიც დაფუძნებულია ფოლადის კედლებზე. კარკასული აუზის ფოლადის ჩარჩოები მზადდება უჟანგავი ლითონისგან. გამძლე და მსუბუქია, ამიტომაც კარკასული აუზებისთვის ხშირად გამოიყენება. ვინაიდან ფოლადი თხელია, მისი ფორმის შეცვლა და მანიპულირება მარტივად შესაძლებელია. ამის გამო ჩარჩო მარტივად იწყობა. ის ასევე სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ გსურთ აუზის ლოკაციის შეცვლა. ალუმინის ჩარჩოსგან განსხვავებით, ფოლადის ჩარჩო, სიმტკიცეს მეტად უზრუნველყოფს, ნებისმიერი წონის აუზისთვის. ჩარჩო აწყობისას, არ საჭიროებს დამატებით ხელსაწყოებს.

 

ზომა

 

რა ზომის კარკასული აუზი ვიყიდო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი (და ხშირად ყველაზე რთული) კითხვა, რომელზე პასუხიც აუზის ყიდვისას დაგაინტერესებს. აქ ბევრი სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი. რაც მთავარია, უნდა გქონდეს კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენი ადამიანი ისარგებლებს ყოველდღიურად შენი აუზით. ღირს თუ არა წვეულების გასამართად გიგანტური აუზის ყიდვა, რაზეც მთელი წლის განმავლობაში მოგიწევს ზრუნვა, თუკი წვეულებას სეზონზე მხოლოდ რამდენჯერმე მოაწყობ? ყველაზე პრაქტიკული ხერხი, ჩვენს ვებ-გვერდზე სასურველი აუზების ზომის ერთმანეთთან შედარებაა.  თუმცა, კარკასული აუზის ზომის არჩევა ძირითადად მაინც დამოკიდებულია შემოგარენის იმ სივრცეზე, სადაც დამონტაჟებას გადაწყვეტ.

 

ფორმა

 

კარკასული აუზები შეიძლება იყოს მრგვალი, ოვალური, მართკუთხა ან ექვსკუთხა ფორმის. კვადრატული, ექვსკუთხა და მრგვალი აუზები უკეთესია პატარა სივრცეებისთვის. თუ დიდი ეზო გაქვს, იდეალური იქნება ოვალური ან მართკუთხა კარკასული აუზი. თუმცა ფორმამ არ მოგატყუოს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იფიქრო, ოვალური აუზები უფრო დიდია, ეს სულაც არ არის ასე. მრგვალი აუზი რეალურად მეტ წყალს ინახავს, ვიდრე მაგალითად, 457 x 914 სმ ოვალური აუზი. თუმცა, ის მაინც მეტად ხელმისაწვდომია, რადგან ასაწყობად ნაკლები ნაწილები სჭირდება. ოვალური აუზების უპირატესობა ის არის, რომ ისინი ოდნავ უფრო ჰგავს მიწისქვეშა აუზს, განსაკუთრებით თუ მის გარშემო ამაღლებულ გემბანს აშენებთ.

 

სიღრმე

 

აუზის სიღრმე დამოკიდებულია კედლის სიმაღლეზე. რაც უფრო მაღალია კედელი, მით მეტ წყალს იტევს. როდესაც ფიქრობ აუზის ზომასა და სიღრმეზე, დაფიქრდი, თუ ვინ გამოიყენებს მას ყველაზე ხშირად. თუკი აუზი ბავშვებმა უნდა გამოიყენონ, ის არ უნდა იყოს 20 სმ-ზე მეტი სიღრმის. ოდნავ უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია წყალი მუხლებს ან წელის სიმაღლეს არ სცდებოდეს. თუ აუზს გამოიყენებენ მხოლოდ მოზრდილები ან მოზარდები, ის შეიძლება ერთი მეტრის სიღრმესა და მასზე მეტსაც აღწევდეს. აუზის

 

ლაინერი

 

აუზის პოლივინილის ლაინერი დაგეხმარება, მისი ძირი და კედლები ისე დაიცვა, რომ აუზის სტაბილურობა და ფორმა დიდხანს შენარჩუნდეს. ლაინერი ხელს უწყობს წყლის შეკავებასაც. გარდა ამისა, ლაინერი აუმჯობესებს თქვენი აუზის ვიზუალს მისი შევსების შემდეგ.

 

გაგრილდი ამ ზაფხულს, შენი საკუთარი აუზით VELI Store-ზე კარკასული აუზები მრავალნაირია. აღმოაჩინე შენთვის სასურველი და მიიღე იმავე დღეს, თბილისსა თუ აგარაკზე, სადაც არ უნდა იყო, 3 საათში! ახლა როცა უკვე შეარჩიე კარკასული აუზი, შეიქმენი განწყობა და დატკბი შენაძენით. თან წაიღე გამაგრილებელი სასმელი, მოიმარაგე საყვარელი წიგნები, მოუსმინე შენი განწყობის მუსიკას უსადენო ყურსასმენებით, რომლებიც ყველაზე მოსახერხებელია აუზისთვის. მოკალათდი გრილ და უკომფორტულეს აუზში და მოემზადე ხანგრძლივი დასვენებისთვის. რაც მთავარია არ დაგავიწყდეს მზისგან დამცავი, რომელიც ასევე შეგიძლია ჩვენთან შეიძინო.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.