კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
გასაბერი აუზები
ფილტრაცია
დალაგება:

გასაბერი აუზები

Intex, გასაბერი აუზი, 305 x 61 სმ + საჩუქარი-28%
Intex, გასაბერი აუზი, 366 x 76 სმ + საჩუქარი-42%
Intex, გასაბერი აუზი ''კიბორჩხალა'', 183 x 51 სმ-25%
Intex, გასაბერი აუზი, 157 x 157 x 122 სმ
Intex, გასაბერი ლეიბი, 188 x 77-25%
Intex, გასაბერი აუზი, 244 x 61 სმ
199.00
Intex, გასაბერი აუზი, 244 x 61 სმ
Intex, გასაბერი ''ცისარტყელა''-20%
199.92249.90
Intex, გასაბერი ''ცისარტყელა''
Intex, გასაბერი აუზი, 366 x 76 სმ-25%
472.50630.00
Intex, გასაბერი აუზი, 366 x 76 სმ
20 პროდუქტის ჩვენება

გასაბერი აუზი

 

ზაფხულის დადგომასთან ერთად, თითოეული დღე სულ უფრო და უფრო ცხელი ხდება. ამასობაში კი გაგრილების სხვადასხვა ხერხს მივმართავთ. მოდით ვაღიაროთ, ვის არ გვინატრია შუა კვირის დღეს მზეს მიფიცხება და სანაპიროზე გაგრილება? შვებულებაც ახლოს არსაით ჩანს.

 

თუმცა, არ იდარდო, შენთვის და ქალაქში დარჩენილთათვის გამოსავალი გვაქვს: გასაბერი აუზი. გასაბერი აუზები კარგი საშუალებაა საყვარელი ზღვის  ჩანთა საჭირო აქსესუარებით გაავსო, გამოამზეურო პირსახოცები, მოიმარაგო მზისგან დამცავი და ეზოში კომფორტულად მოთავსდე. და არამარტო ეზოში… გასაბერი აუზი კორპუსის აივანზეც კი შეგიძლია დადგა, შემდეგ დაკეცო და უიქენდზე აგარაკზეც თან გაიყოლო.

 

მიწისქვეშა აუზებისგან განსხვავებით გასაბერი აუზები კომფორტული, კომპაქტური, დასამონტაჟებლად იოლი და ხელმისაწვდომია. ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად კი იდეალური არჩევანია.

 

ცხელი ჰაერისგან თავის დასაღწევად, გაგრილების ერთ-ერთი კარგი საშუალება ონლაინ შოპინგიცაა. ამ გზით სავაჭრო ცენტრებში სიარულსაც თავს აარიდებ და სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია გასაბერი აუზი შეიძინო. Veli-ზე შენთვის სასურველი გასაბერი აუზები აუცილებლად დაგხვდება, გააჩნია რა გჭირდება.

 

როგორ შევარჩიო გასაბერი აუზი? 

 

გასაბერი აუზები ზომით, ფორმით და მასალით განსხვავდება. ასევე, სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით. სხვა ალტერნატივებისგან განსხვავებით, გასაბერი აუზები გამოსაყენებლად მოსახერხებელია. მოსათავსებელ ადგილსაც ადვილად მოუძებნი, მთავარია მყარი და რბილი ზედაპირის პოვნა.

 

მონტაჟს თავადაც მოახერხებ, რისთვისაც სულ რაღაც 10-15 წუთი დაგჭირდება. გამოყენების შემდეგ, გასაბერი აუზის გასუფთავება ძალისხმევას არ მოითხოვს. დაკეცე და შეინახე სასურველ ადგილას. ზოგიერთ აუზს ჭიქის დასადგამიც მოჰყვება, რითაც სასმელსა და სნექებს წყალში გაგრილების პარალელურად, ახლოს მოიმარაგებ.

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ზაფხული აუზის გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს მაშინ, როცა ზღვასთან ახლოს არ იმყოფებით. აუზი ყველა ასაკის ადამიანის უყვარს. იგი ფიზიკური აქტივობისა და უსაზღვრო გართობის შესანიშნავი გზაა, თანაც საკუთარი ეზოდან გაუსვლელად.

 

თუკი შენთვის არამხოლოდ გასაგრილებელი, დასასვენებელი საშუალება, არამედ გასართობი ადგილიცაა, აუზის შერჩევა არ გაგიჭირდება, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით.

სკოლის არდადეგებზე, ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად ბავშვებისთვის მრგვალი თუ ვარსკვლავური ფორმის გასაბერი აუზები, მხიარული გამოსახულებებით აუცილებლად დაგჭირდება. ამასთანავე, ყველა ბავშვისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. გაგრილების გარდა, შეგიძლია დაუვიწყარი დაბადების დღისთვის პატარა წვეულება მოუწყო. ასეთი გასაბერი აუზი პატარებს სახალისო დროის უსაზღვროდ გატარებას ჰპირდება.

 

თუმცა, არ გეგონოს, რომ  გასაბერი აუზების არჩევანი მინი აუზებით მთავრდება, რომლებიც რამდენიმე პატარა ბავშვზე მეტს ვერ დაიტევს.

 

Veli-ზე დაგხვდება საბავშვო გასაბერი აუზი, აუზი სხვადასხვა პრინტით, გასაბერი აუზი საყვარელი ‘’მარველის’’ გმირებით, ზღვის ცხოველებისა და ხილის გამოსახულებებით, გასაბერი აუზი სასრიალოსა და გასართობი ცენტრების ფორმის მრავალფეროვნებით. ამასთან ერთად, დიდი ზომის გასაბერი აუზები შეგიძლია შეარჩიო, რითაც დასამახსოვრებელ მომენტებს შექმნი: მოაწყობ წვეულებას, შეკრებ საყვარელ ადამიანებს, (აუზი სოციალიზაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა) აღნიშნავ მნიშვნელოვან დღეებს, ან უბრალოდ რუტინული ყოველდღიურობისგან განიტვირთები.

 

ველიზე როგორი ტიპის აუზიც არ უნდა შეარჩიო, დარწმუნებული იყავი, რომ შენ მიერ შერჩეული გასაბერი აუზები ეზოს გარე ავეჯსა და დეკორსაც მოუხდება.

 

აუზები VELI.store-ზე

აუზის უპირატესობა მისი მრავალფუნქციურობა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსახერხებელი მახასიათებლებია. გასაბერი აუზი მისი სიღრმის გათვალისწინებით ცურვისთვის შეიძლება ნაკლებად გამოიყენებოდეს. თუმცა, შეგიძლია შენი თავის მაქსიმალური ზრუნვის, ტროპიკულ ოაზისად აქციო. მთავარია კომფორტის ზონა შეიქმნა.

 

ველიზე ყველა აუზი, მათ შორის გასაბერი აუზები, მაღალი ხარისხის მასალებისგან არის დამზადებული, როგორიცაა მყარი ვინილი, პოლიესტერი და პოლივინილის ქლორიდი, რაც სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. სწორედ პოლივინილის სამფენიანი, ულტრა-გამძლე კედლებია, რისი წყალობითაც დაზიანებისა და გაჟონვის რისკი საგრძნობლად მცირდება. გასაბერ აუზებთან ერთად, ლეიბებსა და ფერად კამერებზეც შეგიძლია გააკეთო არჩევანი და რბილად მოკალათდე დიდი ზომის გასაბერ აუზებში. დამონტაჟებამდე რეკომენდებულია აუზსა და ზედაპირს შორის მოათავსო რბილი საფარი. გასაბერი აუზები აღჭურვილია წყლის სატუმბით, საკონტროლო სარქვლით წყლის მოცულობის დასარეგულირებლად და წყლის გამოსაშვები სანიაღვრე სარქვლით, გამოყენების შემდეგ აუზის მარტივად დასაცლელად.

 

გახსოვდეს, რომ ველიზე  აუზის აქსესუარებსაც ნახავ. აქ ბავშვებისთვის ცურვის სასწავლი დანიშნულების საჭირო ნივთებიც არის, რითაც სწავლა მეტად სახალისო აქტივობა გახდება. გასაბერი აუზი და თითოეული სამაშველო აქსესუარი მათ უსაფრთხოებას სრულიად უზრუნველყოფს და საიმედო ატრიბუტია. ბავშვისთვის აქვე შეარჩიე დასაჯდომი, უნიქორნისა თუ სხვა საყვარელი პერსონაჟების ფორმის ლეიბები. შენთვის კი - კომფორტული, გასაბერ აუზში დასაწოლი და მზის აბაზანის მისაღები ლეიბებიც დაგხვდება. მოთავსდი კომფორტულად, დატკბი მზის სხივების ქვეშ, მოწრუპე კოქტეილი, მოიმარჯვე წიგნი ან ყურსასმენები და ისიამოვნე ყოველი წუთით. ახლა ხომ თავს ფილმის პერსონაჟად იგრძნობ, რეალობისგან შორს.

აღმოარჩიე შენთვის სასურველი გასაბერი აუზი და მიიღე იმავე დღეს, თბილისში თუ აგარაკზე, სადაც არ უნდა იყო, 3 საათში! თუ, უფრო დიდი ზომის აუზებს ეძებ, დაათვალიერე ჩვენი კარკასული აუზები.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.