თუ დილით ერთხელ მაინც გიგრძვნია კისრის დაჭიმულობა ან დისკომფორტი მხრების არეში დროა ბალიში გამოცვალო. სწორად შერჩეული ბალიში და საბანი ჯანმრთელ და ღრმა ძილს უზუნველყოფს, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს მთელი დღის განწყობასა და პროდუქტიულობაზე. ბალიშებისა და საბნის შერჩევა კი მარტივად VELI.store-ის ციფრული მაღაზიიდან შეგიძლია.
ველიზე ტექსტილის კატეგორიაში პოპულარული ბრენდების ბალიშსა და საბნებს შეხვდები. ასორტიმენტში დაგხვდება ერთსაწოლიანი ბალიშისა და საბნის კომპლექტი, ასევე ცალკე ბალიში და ცალკე საბანი.
არ გამოგრჩეს რომ ველიზე, პოპულარული ბრენდის Madame Coco-ს ერთსაწოლიანი საბნის შეძენა 30%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია. საბანი დამზადებულია მიკროფიბერის მასალისგან, რომლის შემადგენლობაშიც პოლიესტერი და პოლიამიდია. წვრილი ბოჭკოების მეშვეობით საბანი ჰაერის კარგი გამტარია, მალე შრება და დიდხანს ძლებს. მიკროფიბერის ქსოვილი მაღალი ხარისხის მასალაა, რომელსაც პირსახოცების, ჩაის ტილოებისა და სათვალის საწმენდის ქსოვილშიც კი შეხვდები. თითოეული მისი სისქსის მიხედვით სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენება.
Madame Coco-ს ასორტიმენტში ველიზე თეთრეულსაც აღმოაჩენ, რომელიც საბნისთვის აუცილებელი აქსესუარია. შეხვდები ბალიშის პირებს, ერთსაწოლიანი თეთრეულის ნაკრებს და ერთსაწოლიან ზეწრებს. თეთრეულის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო მასალა, რომლისგანაც მზადდება. გახსოვდეს, რომ მაღალი ხარისხის თეთრეულის შეძენაში ცადებული ინვესტიცია ჯანმრთელი და კომფორტული ძილის გარანტიაა.
ძილის ჰიგიენა და კანის მოვლა
ბალიშისა და საბნის თეთრეულის სწორად შერჩევას დიდი როლი აქვს სახის კანის მოვლასა და ჯანმრთელობაში. ყოველ ღამე ძილში გამოიყოფა სასარგებლო და მავნე ბაქტერიები, რომელიც ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ველიზე ბალიშის პირების დიდ არჩევანს შეხვდები. არ დაგავიწყდეს, რომ სასურველია ბალიშის პირი, საბნის ზეწარი და ზოგადად თეთრეული ხშრად გამოცვალო, უმჯობესია 4-5 დღეში ერთხელ გამოცვლა.
ველიზე ბალიშებისა და საბნების გარდა შეგხვდება სხვადასხვა დიზაინის დეკორატიული ბალიშები, ფარდაგები და ხალათი. დაათვალიერე ველის ტექსტიკის კატეგორია, შეარჩიე სასურველი საყოფაცხოვრებო პროდუქტი, გააკეთე შენაძენი და ზუსტად 3 საათში სრულიად უფასოდ შენაძენი უკვე შენს სახლში იქნება. Ველიზე შოპინგი მარტივია.