ცხელი სასმელების მოსამზადებლად საჭირო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტები, ჩაიდანი და ყავის მადუღარა VELI.store-ზე, კატეგორიაში სამზარეულო & სერვირება შეგიძლია აღმოაჩნო. აქ დაგხვდება ყველა ის ნივთი, რომელიც მრავალფუნქციური სამზარეულოს აღჭურვაში დაგეხმარება. შეარჩიე სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე ჩაიდანი ველიზე
ველიზე სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ჩაიდნებს აღმოაჩენ. მათ შორის არის კერამიკის, მინის, ფაიფურის და უჟანგავი ფოლადის. გამორჩეული დიზაინი აქვს Berllong-ის ემალის ჩაიდანს, რომელიც 2 ლიტრის მოცულობისაა და ქრომირებული სახელური აქვს.
არომატული სასმელის მოსამზადებლად მოსახერხებელია Ardesto, ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი, რომელიც დამზადებულია ბოროსილიკატური მინისა და უჟანგავი ფოლადისგან. სახელური კომფორტული ფორმისა და მოსახერხებელია ორთქლის დამწვრობის თავიდან ასაცილებლად. პროდუქტი რეზისტენტულია -20-დან +150°C-მდე. იმისთვის, რომ ჩაიდანში მოთავსებული სითხე გაგრილებისგან დაიცვა შეარჩიე Stelton-ის ჩაიდნის გამათბობელი, რომლის დიზაინიც კლასიკური სკანდინავიური სტილისა და აზიური კულტურის შერწყმას წარმოადგენს.
აღმოაჩინე ყავის ელექტრო მადუღარების ფართო არჩევანი
ყავის მოყვარულებისთვის ველიზე ელექტრო მადუღარების მრავალფეროვანი ასორტიმენტია. მათ შორის არის Ardesto-ს ყავის მადუღარა, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან არის შექმნილი. პროდუქტი ყავას სწრაფად, გემრიელად და ხარისხიანად ამზადებს. მადუღარის მოცულობა 400 მლ-ია, რაც საკმარისია 9 პერსონისთვის სასმლის მოსამზადებლად.
სხვადასხვა სახის ყავის მოსამზადებლად კარგი ვერსიაა Stelton-ის ესპრესოს მოსამზადებელი მადუღარა, რომელიც “მოკა”-ს სახელით არის ცნობილი. პროდუქტი დამზადებულია ტეფლონით დაფარული უჟანგავი ფოლადისგან. მოკას ამ მადუღარას აქვს მუხის ხის სახელური, რომელიც არ ცხელდება და კომფორტული გამოსაყენებელია. ველიზე ასევე დაგხვდება Ardesto-ს ჩაის და ყავის პრესი, რომელიც არომატული სასმელების მომზადებას კიდევ უფრო გაგიმარტივებს. შეარჩიე ველიზე სამზარეულოს ტექნიკა, შეუკვეთე სასურველი ბრენდის, მათ შორის Ardesto-ს, Mica Decorations-ის თუ Berllong-ის ჩაიდნები და ყავის მადუღარები, შემდეგ კი მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.