Intex ამერიკული ბრენდია, რომელიც 1966 წლიდან აწარმოებს გასაბერ თუ კარკასულ აუზებს და აქსესუარებს, ასევე ლეიბებს და წყლის სათამაშოებს. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე კატეგორიაში აუზი & აქსესუარები მარტივად შეძლებ აღმოაჩინო შენთვის სასურველი ნივთები.
შეარჩიე Intex-ის აუზის აქსესუარები
გასაბერ აუზს მუდმივად სჭირდება მოვლა. ამ პროცესისთვის შეგიძლია ველიზე შეარჩიო Intex, აუზის გასაწმენდი ფუნჯი. პროდუქტი განკუთვნილია აუზის კედლებისა და ფსკერის გასუფთავებისთვის. პლასტმასის კონსტრუქცია მსუბუქი და გამძლეა, ჯაგრისის ფორმა კი საშუალებას იძლევა მარტივად გაიწმინდოს რთულად მისადგომი ადგილებიც.
აუზი ძირითადად ღია სივრცეშია მოთავსებული, სადაც მაღალია დაბინძურების რისკი მწერებით, ფოთლებითა და მტვრით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ველიზე დაგხვდება Intex, აუზის საფარი. ეს ნივთი დამზადებულია წყალგამძლე პოლიპროპილენის მასალისგან. საფარს სპეციალური სამაგრები და თოკები აქვს, რომლებიც აუზზე მის მდგრად მოჭერას უზრუნველყოფს.
აღმოაჩინე Intex-ის აუზის გასაბერი ნივთები
დიდი ზომის აუზში თუ ზღვაზე გართობის და დასვენების კარგი საშუალებაა Intex, გასაბერი ლეიბი. მოცულობიდან გამომდინარე მარტივად არის შესაძლებელი ლეიბზე ორი ადამიანიც მოთავსდეს. პროდუქტი მარტივად იბერება და ადვილად გადასაადგილებელია მოგზაურობისას.
მეტი ფიზიკური აქტივობისთვისაა Intex, გასაბერი ბურთი, რომელიც წყალგაუმტარი ვინილისგან არის შექმნილი. ზომიდან გამომდინარე, (60სმ) ბურთი მოსახერხებელია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის.
შეარჩიე Intex-ის აუზის აქსესუარები ველიზე, მათ შორის აღმოაჩინე გასაბერი ჭიქის დამჭერი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.