In the Mood ჰოლანდიური ბრენდია, რომლის კოლექციაც აერთიანებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: სახლისა თუ ბაღის დეკორატიული ბალიშები, პლედები და მაგიდის გადასაფარებლები. VELI.store-ზე კატეგორიაში სახლი & ეზო, მარტივად შეგიძლია შეარჩიო In the Mood-ის შენთვის სასურველი პროდუქტი, ხოლო შენაძენს საქართველოს ნებისმიერ მისამართზე მიიღებ.
აღმოაჩინე In the Mood-ის დეკორატიული ბალიშები
როგორც მისაღები, ასევე საძინებელი ოთახის თუ ეზოსთვის მოსახერხებელი დანამატია In The Mood, Timeless Elegance, დეკორატიული ბალიში. პროდუქტი პოლიესტერის (PET) მასალისგან არის დამზადებული, რაც მის გამძლეობას და სიმსუბუქეს უზრუნველყოფს. ბალიში კვადრატული ფორმისაა და ზომით 45 x 45 სმ-ია.
ველიზე ასევე შეგხვდება მრგავლი ფორმის დეკორატიული ბალიში, რომელიც ბამბისგან არის დამზადებული. პროდუქტი მოსახერხებელია არა მხოლოდ დივანზე კომფორტული მოთავსებისთვის, არამედ სკამისთვის თუ ეზოს საქანელისთვისაც.
შეარჩიე აივნის აქსესუარები ველიზე
ეზოში კომფორტული დასასვენებელი კუთხის მოსაწყობად შეგიძლია შეარჩიო In The Mood, პუფი Outdoor Essentials სერიიდან. პროდუქტი პოლიესტერის გამძლე მასალისგან არის დამზადებული. პუფის გარე საფარი იხსნება, რაც მისი მარტივად გარეცხვის საშუალებას მოგცემს.
აივანზე, ვერანდასა თუ ეზოში ჩრდილის შექმნაში In the Mood, მზის ქოლგა დაგეხმარება. პროდუქტს აქვს UPF +30 საფარი, რაც UVA და UVB რადიაციისგან იცავს. ქოლგის ზღვაზე თუ პიკნიკებზე გადაადგილებაში კი კომპლექტში არსებული ჩანთა დაგეხმარება.
შეარჩიე In the Mood-ის დეკორატიული ბალიშები თუ აივნის მოწყობისთვის საჭირო აქსესუარები ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.