ცურვა ერთ-ერთი საუკეთესო ფიზიკური აქტივობაა, რომელიც აერთიანებს სპორტს, ჯანმრთელობას და გართობას. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოებისთვის შესაბამისი აქსესუარები მნიშვნელოვანია. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე, კატეგორიაში აუზი & აქსესუარები, შეძლებ შეარჩიო ყველა საჭირო ნივთი აუზის მოვლისა და წყალში გაერთობისთვის.
შეარჩიე აუზის აქსესუარები ველიზე
აუზის კედლებზე და ფსკერზე დაგროვილ ჭუჭყს აშორებს აუზის საწმენდი ფუნჯი. პროდუქტი 26 სმ სიგრძისაა და დამზადებულია პლასტმასის მასალისგან. ჯაგრისი წმენდისას არ აზიანებს აუზის საფარს. ფორმა კი ამარტივებს დასუფთავებას კუთხეებსა თუ ძნელად მისადგომ ადგილებში.
აუზის წყალს დაბინძურებისგან იცავს Bestway, აუზის დასაფენი, რომელიც კარკასული მოდელისაა და წყალგამძლე პოლიპროპილენის მასალისგან არის დამზადებული. აუზის დასაფენს აქვს სპეციალური თოკები დამაგრებისთვის, რათა ქარმა და ნიავმა არ გაიტაცოს. გარდა ამისა, პროდუქტი ხელს უწლის წყლის ზედმეტ აორთქლებას და უნარჩუნებს წყალს ტემპერატურას ღამის გრილ საათებშიც.
ჰაერით გასაბერი ნივთებისთვის კარგი ვარიანტია ხელის ტუმბო. პროდუქტი ორმხრივი ტუმბოს წყალობით სწრაფად ბერავს ნივთებს. უნივერსალური მახასიათებლების საშუალებით შესაძლებელია მის გამოყენება როგორც აუზის, ასევე მატრასების, ბალიშების, ბატუტისა თუ სხვა აქსესუარების გაბერვისთვის. ხელის ტუმბო მექანიკურია და არ სჭირდება ელექტროენერგია.
აღმოაჩინე გასაბერი ნივთები აუზისთვის
როგორც აუსთან დასვენებისთვის, ასევე პიკნიკის დროსაც მოსახერხებელი ვერსიაა საჰაერო პუფი. ნივთი სწრაფად იბერება და ამისთვის არ საჭიროებს სხვა მოწყობილობას. პუფს წყალგაუმტარი და ადვილად წმენდადი ზედაპირი აქვს.
ზღვის ან აუზის წყალზე ტივტივისთვის არის შექმნილი Intex, გასაბერი ლეიბი. ზომიდან გამომდინარე (251 X 160 სმ) შესაძლებელია ლეიბზე 2 ადამიანიც განთავსდეს ერთდროულად. პროდუქტი ვინილის წყალგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული და ადვილად იწმინდება. თუ ზაფხულის ცხელ დღეებში აუზში გამაგრილებელი სასმლის დალევა გადაწყვიტე Intex, გასაბერი ჭიქის დამჭერი ის ნივთია, რომელიც დაგჭირდება.
შეარჩიე აუზის აქსესუარები ველიზე, მათ შორის, აუზის ქოლგა, წყლის სასრიალო თუ კარკასული აუზი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.