კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

Atmosphera

Atmosphera, 4-განყოფილებიანი თარო, 34.5 x 100.5 სმ-15%
Atmosphera, საწერი მაგიდა-10%
269.99299.99
Atmosphera, საწერი მაგიდა
Atmosphera, ყავის მაგიდა-20%
211.99264.99
Atmosphera, ყავის მაგიდა
Atmosphera, ყავის მაგიდები ხის ფაქტურით, 3 ცალი-15%
Atmosphera, 6-განყოფილებიანი თარო უჯრებით, 95 სმ-10%
Atmosphera, ხუთდონიანი დასადგამი თარო, 179 სმ-10%
Atmosphera, თარო 6 განყოფილებით, 102 x 32 სმ-10%
Atmosphera, სამდონიანი თარო ხის ფაქტურით, 84 x 69 სმ-15%
20 პროდუქტის ჩვენება

აღმოაჩინე Atmosphera-ს მუდამ ტრენდული, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ნივთები ველიზე. მიიღე შენაძენი შენს კართან ადგილზე უფასო მიწოდებით, დროის სასურველ მონაკვეთში.


ველის ციფრულ თაროებზე შეგიძლია დაათვალიერო ფრანგული ბრენდის ფართო ასორტიმენტის ავეჯი, თეთრეული, სანათები, სათავსოები და დეკორი. ამასთანავე, VELI.store-ზე შეგიძლია შეიძინო Atmosphera-ს ნივთები ბავშვებისთვისაც – რბილი სათამაშოები, თანამედროვე მცირე ავეჯი და დეკორატიული ნივთები, რომლებითაც საბავშვო ოთახის მოწყობას შეძლებ.

 

Atmosphera-ს პროდუქცია, რომელიც ველიზე დაგხვდება


ფრანგული ბრენდი ერთგულია ფასეულობების მიმართ და მისი პროდუქცია, პრაქტიკული და მინიმალისტური დიზაინის იდეალურ შერწყმას განასახიერებს. ბრენდი 10 წელზე მეტია საყოფაცხოვრებო პროდუქტებს ისეთ ღირებულებებზე დაყრდნობით ქმნის როგორებიცაა: თავისუფლება, ელეგანტურობა და ხელმისაწვდომობა.


VELI.store-ის ონლაინ მაღაზიაში Atmosphera-ს ნივთები ამ კატეგორიებშია თავმოყრილი:
 

ავეჯი
განათება
სათავსოები და ორგანაიზერები
ტექსტილი
დეკორი & სხვა

 

Atmosphera- სჯერა რომ ინტერიერის დეკორის შერჩევისას მომხმარებელმა თავისი გემოვნებითა და საყვარელი ფერებით უნდა იხელმძღვანელოს, რისთვისაც ქმნის ისეთი დიზაინის ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ინტერიერს შეესამაბება. 
ბრენდის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის პროდუქტები მთელ მსოფლიოში უყვართ. ველიზე შეგიძლია სხვადასხვა ოთახისთვის Atmosphera-ს მცირე და რბილი ავეჯი, თაროების, კომოდების, სამუშაო მაგიდებისა და სკამები სახით შეარჩიო. ბრენდის ავეჯი კი დეკორატიული ბალიშებით დატვირთო. მისაღებისა და საძინებლებისთვის ტექსტილიდან ხალიჩებს შეხვდები, რომლებიც ბრენდის ყავის მაგიდასთან ერთად გემოვნებიანი და დახვეწილი კუთხის შექმნაში დაგეხმარება. ასევე, დაამატე ინტერიერში დეკორი საათების, ლარნაკების და სათავსოების სახით.
 

კატეგორიაში Atmosphera-ს ყავის მაგიდების ნაკრები დაგხვდება, რომელიც შენი მისაღები ოთახის ინტერიერს სკანდინავიური, მინიმალისტური დიზაინით გაამდიდრებს. მაგიდები დამზადებულია მაღალი ხარისხის, მსუბუქი მასალებისგან, როგორებიცაა ჰევეა და MDF-ის ხის ფაქტურა. აქვს მარტივად გასაწმენდი ზედაპირი, რაც გამოსაყენებლად მას კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. შეგიძლია განათავსო როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე და მოარგო შენს ინტერიერს.
 

შენი მისაღები ოთახისთვის კიდევ ერთი ნივთი, რომელიც დახვეწილი დიზაინით გაამდიდრებს მას იქნება სასადილო სკამია. ყავის მაგიდების მსგავსად, თეთრი MDF ხის ფაქტურა აქვს და ნებისმიერი სახის ინტერიერს შეესაბამება. ფოლადისგან დამზადებული ფეხები სკამს გამძლესა და მყარს ხდის.
 

Atmosphera-ს სამადგილიანი გასაშლელი დივანი კი სხვა ნივთების მსგავსად დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებისგან. აქვს სადა, მინიმალისტური, მოდერნისტული დიზაინი და შესანიშნავი დაამტებითი ფუნქციური ელემენტია იქნება შენი სახლის ინტერიერისთვის. კომფორტული დივანი დაგეხმარება განიტვირტო, ხოლო გაშლის შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში საშუალებას მოგცემს იგი გამოიყენო როგორც საწოლი. 


როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე სტუმრებისთვის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული ნივთია სიმაღლის რეგულირებადი სკამი, რომელიც შენი სახლის ინტერიერში სკანდინავიური დიზაინის კიდევ ერთი შესანიშნავი ელემენტი იქნება. მის დასამზადებლად გამოყენებულია ფოლადის მყარი მასალა, რაც გამძლე და ხარისხიან მასალად მიიჩნევა ავეჯისთვის. სკამს აქვს რბილი საზურგე და დასაჯდომი, რაც მის კომფორტულობას განაპირობებს ნებისმიერ სიტუაციაში. Გამოიყენება როგორც მისაღებ ოთახში, ასევე საოფისე სივრცეში.


ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია საბავშვო სათავსოები. სათავსო დაგეხმარება სათამაშოების და პირადი ნივთების ორგანიზებაში და მეტი ადგილის გამოთავისუფლების შესაძლებლოაბს გაძლევს. ბავშვის ოთახისთვის ნივთების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ამ შემთხვევაში ისინი უნდა იყოს როგორც პრაქტიკული, ასევე ეკოლოგიურად სუფთა და სასურველია სახალისო დიზაინით გამოირჩეოდეს. ნაჭრის სათავსოს ცხოველის ფორმის დიზაინი აქვს, რაც განსაკუთრებით სახალისოა ბავშვებისთვის.
 

ხის ფაქტურითა და მეტალის ჩარჩოთი შექმნილი, მინიმალისტური დიზაინის თაროები ბრენდის პროდუქციიდან კიდევ ერთი აღსანიშნავი ნივთია. თაროები თანამედროვე, სადა და მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა. ბრენდის ხუთდონიანი დასადგამი თარო როგორც საოფისე, ისე მისაღები ოთახის პრაქტიკული და დეკორატიული ელემენტი იქნება, რითაც ინტერიერს გაამრავალფეროვანებ. მასზე შეძლებ მრავალი განსხვავებული ნივთი მოთავსებას იქნება ეს წიგნები, დეკორაცია, მცენარეები თუ სხვა სასურველი აქსესუარი.
 

იშოპინგე VELI-ის ციფრულ დახლებზე, სახლიდან გაუსვლელად. შეარჩიე შენთვის სასურველი ნივთი ფასდაკლებებით Atmosphera-ს ფართო ასორტიმენტიდან და მიიღე შენაძენი უფასო მიტანის სერვისით, საქართველოს ყველა მისამართზე. თბილისის მასშტაბით, ნებისმიერი ნივთის შერჩევის შემთხვევაში, ამანათს, სულ რაღააც 3 საათში მიიღებ.

 

 


 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.