ციფრულ ეპოქაშიც კი, კალამი შეუცვლელი ნივთია წერის მოყვარულებისთვის. თუ თავს შენც ადამიანების ამ კატეგორიაში მოიაზრებ ან უბრალოდ ყოველდღიური დავალებების შესასრულებლად კარგი კალამი გჭირდება, VELI.store-ზე სხვადასხვა ტიპის კალმების დიდ არჩევანსა და უამრავ საინტერესო შეთავაზებას იხილავ.
ველის ამ კატეგორიაში აღმოაჩენ გამორჩეულად პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა:
- MIQUELRIUS
- Eberhard Faber
- Pilot
- Kikkerland
- Milan
შეარჩიე სხვადასხვა ტიპის კალმები VELI.store-ზე
არ აქვს მნიშვნელობა კალამს სკოლის მოსწავლისთვის არჩევ თუ სამსახურისთვის, VELI-ის ციფრულ მაღაზიაში ნებისმიერი დავალებისთვის შესაფერის კალამს იპოვი. ამასთან, კატეგორიაში საკანცელარიო & კრაფტი, შენი ყოველდღიური თასქებისთვის უამრავ საინტერესო და გამოსადეგ ნივთს აღმოაჩენ. აქ შეგხვდება აქსესუარები ხატვისთვის, მარკერები და უამრავი ფერის პასტელი.
ველიზე დაგხვდება Deli, გელიანი კალამი, რომელიც ლურჯი ფერისაა. პროდუქტს 0.5მმ-იანი წვერი აქვს. კალამი ვიზუალის მიხედვით, სხვადასხვა ფერით შეგიძლია შეარჩიო. გარდა გელიანი კალმისა, VELI.store-ზე დაგხვდება Kikkerland-ის სასაჩუქრე კალამი, რომელიც ნაკრების სახით არის გაერთიანებული. კომპლექტში ორი სხვადასხვა ვიზუალის კალამია. მეტი მრავალფეროვნებისთვის კი ასევე შეგიძლია აღმოაჩინო PYLONES, ბურთულიანი კალამი, რომელსაც შავი მელანი აქვს. ნივთი 13 სმ-ია და პლასტმასის მასალისგან არის დამზადებული. კალმის გამოყენება დაშვებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან.
შეიძინე კალამი ონლაინ
თუკი წერისას შეცდომების თავიდან არიდება გინდა, ველიზე Pilot-ის კალამი საშლელით, შეარჩიე. აქვე დაგხვდება წითელი კალამი, რომლის წვერის სისქეც 0.5მმ-ია. ნაწერის მეტი ეფექტურობისთვის ბრჭყვიალა კალამი შეიძლება დაგჭირდეს. ეს პროდუქტი 6 ცალ სხვადასხვა ფერის კალამს აერთიანებს, რომლებსაც ბურთულიანი, გლუვი და თხელი დიზაინი აქვს.
შეარჩიე სასკოლო კალმები ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.