სკოლის მოსწავლეების ყოველდღიური კომფორტის მნიშვნელოვანი ნაწილია კვება. იმისთვის, რომ მოზარდმა სწავლის პარალელურად არ დაკარგოს პროდუქტიულობა წყლის სათანადო რაოდენობით მიღებაც აუცილებელია. ამ პროცესისთვის საჭირო ყველა ნივთი VELI.store-ზე სკოლისთვის მზადების კატეგორიაში შეგიძლია შეარჩიო.
შეარჩიე ლანჩბოქსი მოსწავლისთვის
საკვების ტემპერატურას სასურველ გრადუსამდე ინარჩუნებს PYLONES, ლანჩბოქსის ჩანთა. პროდუქტის ტევადობა 6 ლიტრია და მასში შეგიძლია მოათავსო როგორც ლანჩბოქის, ასევე თერმო ბოთლი. ჩანთა მსუბუქია, ხოლო გადასაკიდი საშუალებას მოგცემს უსაფრთხოდ და ადვილად გადააადგილო საკვები ან სასმელი.
უშუალოდ საკვები შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის კარგი ვარიანტია Miniso, ლანჩის კონტეინერი, რომელიც Miniso Disney 100 Celebration კოლექციიდან არის. პროდუქტი პლასტმასის მასალისაა და 650 მლ მოცულობისაა.
ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელია ლანჩბოქსი ბამბუკის თავსახურით, რომელიც მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან არის შექმნილი. ბუნებრივი ანტიბაქტერიული ბამბუკის თავსახური კი ასევე გამოიყენება როგორც საჭრელი დაფა. თავსახური მაგრდება ელასტიური, მდგრადი სილიკონის ზოლით, რომელიც მყარ ფიქსაციას უზრუნველყოფს.
საბავშვო თერმო ბოთლები ველიზე
წყლის თუ სხვადასხვა სასმელი სითხის კომფორტული გადაადგილებისთვის მოსახერხებელი ვერსიაა PYLONES-ის თერმოსი. პროდუქტი დამზადებულია ფოლადის, პოლიპროპილენისა და სილიკონის მასალისგან. თერმოსი ცხელ ტემპერატურას ინარჩუნებს 12, ხოლო ცივს 24 საათის განმავლობაში. ზომიდან გამომდინარე მოსახერხებელია ნივთის ჩანთაში თუ ზურგჩანთაში მოთავსება.
ზაფხულის სიცხეში ცივი წყლის შესანახად ასევე კარგი არჩევანი იქნება წყლის ბოთლი საწრუპით. გადახედე ველიზე კატეგორიას საკანცელარიო & კრაფტი, შეარჩიე სასკოლო ნივთები სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.