Pelikan გერმანული ბრენდია, რომელიც 1828 წლიდან ქმნის მაღალი ხარისხის სასკოლო, საოფისე და სამხატვრო პროდუქტებს. მათ შორის არის ფანქრები, მარკერები, კალმები თუ აკვარელები. VELI.store-ზე კატეგორიაში საკანცელარიო & კრატფი მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია აღმოაჩინო Pelikan-ის შენთვის სასურველი პროდუქტები.
შეარჩიე Pelikan-ის ფერადი ფანქრები
ბავშვების გონებრივი განვითარებისთვის მოსახერხებელი ვარიანტია Pelikan, ფერადი ფანქრების ნაკრები. კომპლექტში ერთიანდება 12 ფანქარი და თითოეული მათგანი უზრუნველყოფს ინტენსიურ და მდგრად ფერს. პროდუქტები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან. ექვსკუთხედის ფორმა კი უზრუნველყოფს ფანქრის კომფორტულ და სტაბილურ ჭერას. რბილი და მყარი წვერი კი ქმნის გლუვ და თანაბარ ხაზებს. ფერად ფანქრებთან ერთად ასევე დაგხვდება ორმხრივი ფლომასტერების ნაკრები.
განსხვავებული გამოცდილებისთვის ველიზე ასევე შეგიძლია შეარჩიო Pelikan, პასტელები, რომლის შეფუთვაში 8 განსხვავებული ფერი ერთიანდება. ფანქრები მაღალი ხარისხის არატოქსიკური მასალისგან არის დამზადებული.
Pelikan-ის გასაფერადებელი წიგნები ველიზე
სახატავ საშუალებებთან ერთად ველიზე შეგიძლია შეარჩიო Pelikan, გასაფერადებელი წიგნი, რომელიც A4 ფორმატისაა. წიგნი ჯუნგლების თემატიკაზეა და რეკომენდებულია ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან.
აღმოაჩინე Pelikan-ის ბრენდის პლასტილინის ნაკრები და სათლელი, შეარჩიე სასურველი პროდუქტები ველიზე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.