Karcher გერმანული ბრენდია, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია ბაღის მოვლის ტექნიკისა და აქსესუარების შექმნაზე. VELI.store-ზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია გადახედო კატეგორიას რემონტი & ხელსაწყოები და შეარჩიო შენთვის სასურველი ტექნიკა.
Karcher-ის ელექტრო ხერხი
ბაღის მოვლისთვის მოსახერხებელი ატრიბუტია Karcher, ელექტრო ხერხი. მოწყობილობის ჯაჭვის დაჭიმვა შესაძლებელია ინსტრუმენტების გარეშე, რაც ამარტივებს ხერხის მომზადებას სამუშაოდ. მაღალი ხარისხის ძრავა უზრუნველყოფს, რომ მოწყობილობამ დიდი ხნის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშაოს. ჯაჭვის მყისიერი გაჩერების შემთხვევაში, დაცვის ფუნქციის საშუალებით, უსაფრთხოების სისტემა უმალვე ირთვება. 5.0 Ah ბატარეა დაახლოებით 200 ჭრის (10 სმ დიამეტრის ტოტებზე) ან მაქსიმუმ 50 წუთი უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. ხერხს კომპლექტში მოყვება ჯაჭვი, დამცავი და ზეთის კონტეინერი.
შედარებით მაღლა არსებული ხის ტოტების მოსაჭრელად შეგიძლია გამოიყენო Karcher PSW 18-20 ელექტრო ხერხი. მოწყობილობას მოსახერხებელი საკიდი აქვს მხრისთვის, რომელი დახმარებითაც ხანგრძლივი მუშაობისას მხრები და მკლავები ნაკლებად იღლება.
მაღალი წნევის აპარატი
სხვადასხვა ტიპის ზედაპირებიდან ჭუჭყის ეფექტური მოშორებისთვის კარგი ვარიანტია Karcher, მაღალი წნევის აპარატი. მოწყობილობას წყლის გაგრილებადი ძრავა აქვს, რაც აპარატის ხანგრძლივ მუშაობს უზრუნველყოფს. ტელესკოპური სახელური ადვილად იკეცება და ამარტივებს ნივთი ტრანსპორტირებას. მილის დახვევის ინოვაციური ფუნქცია აიოლებს მოწყობილობის შენახვას. აპარატის დახმარებით შესაძლებელია მანქანების, მოტოციკლების, ველოსიპედების, აივნებისა თუ ტერასების დასუფთავება. მაღალი წნევის აპარატს ინტეგრირებული წყლის ფილტრი აქვს, რომელიც მოწყობილობას ჭუჭყის ნაწილაკებისგან იცავს.
მაღალი წნევის აპარატთან ერთად ველიზე Karcher-ის წყლის საქშენი შეგიძლია აღმოაჩინო. ეს მოწყობილობა მოსახერხებელია მცირე და საშუალო ზომის ბაღების მორწყვისთვის. საქშენს გასხურების 6 რეჟიმი აქვს და ეფექტურად უზრუნველყოფს ნებისმიერ ტიპის მცენარის მორწყვას.
აღმოაჩინე Karcher-ის ბრენდის გაზონის საკრეჭი თუ მაფხვიერებელი სარწყავი, შეუკვეთე სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.