ეზოს მოვლისთვის, რემონტისთვის თუ სახლის მოწყობისთვის საჭირო აქსესუარებს მარტივად აღმოაჩენ VELI.store-ზე. დაათვალიერე ხელსაწყოები & დანადგარები სახლიდან გაუსვლელად, შეარჩიე სასურველი ნივთები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
ბრენდის შესახებ
WADFOW 2022 წელს ინდოეთში დაარსდა და ქმნის მაღალი ხარისხის ელექტრო და ხელის ხელსაწყოებს. ველიზე აღმოაჩენ ბრენდის პერფორატორებს, მტვერსასრუტებს, კუთხსახეხებს, ბეწვა ხერხსა თუ სხვა აქსესუარებს.
აღმოაჩინე WADFOW-ს ბრენდის ელექტრო პერფორატორები
მრავალფუნქციური ხელსაწყოა WADFOW-ის პერფორატორი, რომელსაც 4000bmp-მდე დარტყმის სიხშირე და 2.5 ჯოული ენერგია აქვს. მოწყობილობა ბურღავს ბეტონს 26 მმ-ზე, ფოლადს 13მმ-ზე და ხეს 30მმ-ზე. პერფორატორს თან მოყვება 3 ბურღი და 2 ჩიზლი.
გარდა ელექტრო პერფორატორებისა, ველიზე ასევე შეგხვდება WADFOW-ის შედუღების დანადგარი, რომელიც სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისას გამოიყენება. მოწყობილობით მუშაობა მარტივად შესაძლებელია როგორც უჟანგავი ფოლადის, ისე თუჯის შესადუღებლად. VELI.store-ზე შეარჩიე ელექტრო ხერხები თუ შედუღების აპარატები და გადაიხადე თანხა შენზე მორგებული საბანკო პირობებით.
კუთხსახეხების ფართო ასორტიმენტი ველიზე
ლითონის, ქვისა და ხის დამუშავებისთვის გამოიყენება WADFOW-ის კუთხსახეხი. მოწყობილობის სიჩქარე (11,000 ბრ/წთ) საშუალებას იძლევა სწრაფად და ზუსტად გაიწმინდოს ზედაპირი. კომპაქტური დიზაინი და მცირე წონა უზრუნველყოფს კუთხსახეხით მარტივ მანევრირებას.
სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოებისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნივთია WADFOW-ის ელექტრო ბეწვა ხერხი. პროდუქტის გამოყენებით ზუსტად არის შესაძლებელი ზედაპირის მოჭრა. მაგალითად, ფოლადის 3 მმ-ზე, ასევე 55 მმ-ზე. ბეწვა ხერხს ასევე თან ახლავს 1 ცალი სახერხი პირი. გადახედე ველის ციფრულ თაროებს, აღმოაჩინე ინდუსტრიული დანადგარები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
WADFOW-ს ბრენდის აქსესუარები
WADFOW-ს ბრენდის აქსესუარებიდან ველიზე შეგხვდება ჰაერის საქშენი, რომლის ზომა 16 მმ-ია. მოწყობილობას 12 ბარი წნევა აქვს და მისი გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით არის შესაძლებელი. აქვე აღმოაჩენ დამაგრძელებელ ნათურას, რომელსაც მყარი პლასტიკური კორპუსი აქვს. კაბელის სიგრძე 10 მეტრია, ხოლო ნათურის წონა 0.980 გრ.
ველიზე შეგხვდება WADFOW-ის ინსტრუმენტების ჩანთა, რომელსაც გარე ჯიბეებიც აქვს დამატებითი სათავსოსთვის. ჩანთა მაქსიმუმ 8 კილოგრამ დატვირთვას უძლებს. იშოპინგე ველიზე, გადახედე კატეგორიას რემონტი & ხელსაწყოები, შეარჩიე WADFOW-ის ბრენდის ტექნიკა და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.