კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
Bosch რემონტი & ხელსაწყოები
დალაგება:

Bosch რემონტი & ხელსაწყოები

კუთხსახეხი Bosch GWS 18V-8 Professional-10%
758.70843.00
კუთხსახეხი Bosch GWS 18V-8 Professional
კუთხსახეხი Bosch GWS 2200 Professional Angle Grinder Blue-10%
450.00500.00
კუთხსახეხი Bosch GWS 2200 Professional Angle Grinder Blue
საზომი ლენტი Bosch 5 მ-10%
ლაზერული მანძილმზომი Bosch GLM 50-27 CG Professional Black-10%
სახრახნისი Bosch SL 6.5 x 125 მმ-10%
სახრახნისი Bosch SL 5.5 x 100 მმ-10%
სახრახნისი Bosch SL 4.5 x 100 მმ-10%
დანების ნაკრები Bosch Combo Kit 3 pcs-10%
125.10139.00
დანების ნაკრები Bosch Combo Kit 3 pcs
სახრახნისების ნაკრები Bosch Screwdriver Set 6 pcs
ჩაქუჩი Bosch Locksmith Hammer 500 გრ-10%
ხელსაწყოების ნაკრები Bosch Hand Tool Mixed Set 13 pcs-10%
სახრახნისების ნაკრები Bosch Screwdriver Bit Set 6 pcs-10%
ლაზერული მანძილმზომი Bosch GLM 50-27 C Professional Black-10%
ლაზერული ნიველირი Bosch GCL 2-15  Professional Line laser Blue-10%
20 პროდუქტის ჩვენება

მაღალი ხარისხის ხელსაწყოების შეძენას ონლაინ VELI.store-ზე შეძლებ. აქ აღმოაჩენ ისეთ მოწყობილობებს, როგორებიცაა: კუთხსახეხები, ელექტრო ხერხები თუ ინდუსტრიული დანადგარები. დაათვალიერე სასურველი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. 


ბრენდის შესახებ

 

Bosch გერმანული ბრენდია, რომელიც 1886 წლიდან აწარმოებს ელექტრო ინსტრუმენტებს, ავტომობილის აქსესუარებსა თუ სამშენებლო ინვენტარს. ველიზე აღმოაჩენ ბრენდის კუთხსახეხებს, პერფორატორებს, ბურღებს, ხრახნდამჭერებსა თუ მაღალი წნევის აპარატებს. 


Bosch-ის ბრენდის მაღალი წნევის აპარატი ველიზე

 

მაღალი წნევის აპარატი სხვადასხვა სახის ზედაპირებისა და ობიექტების გასაწმენდად გამოიყენება. მაღალი წნევა და წყლის ნაკადი ნივთების სწრაფ დასუფთავებას უზრუნველყოფს. ველოსიპედების, მცირე ზომის მანქანების, აივნებისა თუ ტერასების კაპიტალური წმენდისთვის არის განკუთვნილი Bosch-ის მაღალი წნევის აპარატი. მოწყობილობა აღჭურვილია მექანიზმით, რომელიც ამცირებს ხმაურის დონეს მუშაობისას. აპარატს მოყვება მაღალი წნევის იარაღი, საქშენი, ლანსი, მილი და ფილტრი.

 

ველიზე ასევე შეგხვდება Bosch-ის პროფესიონალური მტვერსასრუტი, რომელიც კუთხეებსა და მიუდგომელ ადგილებს ადვილად ასუფთავებს. მოწყობილობა გათვლილია ნარჩენების, მტვრის, წყლის და სამშენებლო სამუშაოების შემდგომი ნარჩენების გასაწმენდად. 


აღმოაჩინე Bosch-ის ბრენდის ბურღების ფართო ასორტიმენტი

 

სარემონტო თუ ყოველდღიური სამუშაოებისთვის კარგი ვარიანტია Bosch GSB ბურღი. მოწყობილობა მორგებულია ადამიანის ხელის ფორმებს და იცავს მას გადაღლისგან. ბურღს დაბალი ხმაურის დონე აქვს. გარდა ამისა, პროდუქტს მოყვება მულტიფუნქციური ხელსაწყო, ქეისი, ბატარეა და დამტენი. 

 

მეტი მრავალფეროვნებისთვის ველიზე ასევე შეგხვდება Bosch GSR ხელსაწყოების ნაკრები. პროდუქტი აერთიანებს ბურღს, ხრახნდამჭერს, ქანჩმომჭერს, ორ აკუმულატორს და სხვა დამატებით აქსესუარებს. მოწყობილობაში ჩამონტაჟებული LED განათება კი დაბალი სინათლის პირობებშიც ამარტივებს მუშაობას. გარდა ბურღებისა, ველიზე აღმოაჩენ ლაზერულ ხელსაწყოებს და ელექტრო ხერხებს


დაათვალიერე მოთხოვნადი ხელსაწყოები 

 

ველიზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებში ერთიანდება Bosch-ის ელექტრო ხერხი, რომელიც იდეალურია ტოტების, შეშისა თუ მორების დასაჭრელად. მოწყობილობა 1800W სიმძლავრით შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. მსუბუქი კორპუსი კი ამარტივებს ელექტრო ხერხის გამოყენებას.

 

მომხმარებლის სასურველ ნივთებშია Bosch-ის ბალახის სათიბი ეფექტური ჭრის სისტემით. მოწყობილობა მრავალფუნქციურია, რაც უზრუნველყოფს ბალახისა თუ სარეველების, ასევე გაზონის დამუშავებას რთულად მისადგომ ადგილებშიც კი. 

 

იშოპინგე ველიზე სახლიდან გაუსვლელად, გადახედე კატეგორიას რემონტი & ხელსაწყოები, შეუკვეთე პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.