მაღალი ხარისხის ხელსაწყოების შეძენას ონლაინ VELI.store-ზე შეძლებ. აქ აღმოაჩენ ისეთ მოწყობილობებს, როგორებიცაა: კუთხსახეხები, ელექტრო ხერხები თუ ინდუსტრიული დანადგარები. დაათვალიერე სასურველი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
ბრენდის შესახებ
Bosch გერმანული ბრენდია, რომელიც 1886 წლიდან აწარმოებს ელექტრო ინსტრუმენტებს, ავტომობილის აქსესუარებსა თუ სამშენებლო ინვენტარს. ველიზე აღმოაჩენ ბრენდის კუთხსახეხებს, პერფორატორებს, ბურღებს, ხრახნდამჭერებსა თუ მაღალი წნევის აპარატებს.
Bosch-ის ბრენდის მაღალი წნევის აპარატი ველიზე
მაღალი წნევის აპარატი სხვადასხვა სახის ზედაპირებისა და ობიექტების გასაწმენდად გამოიყენება. მაღალი წნევა და წყლის ნაკადი ნივთების სწრაფ დასუფთავებას უზრუნველყოფს. ველოსიპედების, მცირე ზომის მანქანების, აივნებისა თუ ტერასების კაპიტალური წმენდისთვის არის განკუთვნილი Bosch-ის მაღალი წნევის აპარატი. მოწყობილობა აღჭურვილია მექანიზმით, რომელიც ამცირებს ხმაურის დონეს მუშაობისას. აპარატს მოყვება მაღალი წნევის იარაღი, საქშენი, ლანსი, მილი და ფილტრი.
ველიზე ასევე შეგხვდება Bosch-ის პროფესიონალური მტვერსასრუტი, რომელიც კუთხეებსა და მიუდგომელ ადგილებს ადვილად ასუფთავებს. მოწყობილობა გათვლილია ნარჩენების, მტვრის, წყლის და სამშენებლო სამუშაოების შემდგომი ნარჩენების გასაწმენდად.
აღმოაჩინე Bosch-ის ბრენდის ბურღების ფართო ასორტიმენტი
სარემონტო თუ ყოველდღიური სამუშაოებისთვის კარგი ვარიანტია Bosch GSB ბურღი. მოწყობილობა მორგებულია ადამიანის ხელის ფორმებს და იცავს მას გადაღლისგან. ბურღს დაბალი ხმაურის დონე აქვს. გარდა ამისა, პროდუქტს მოყვება მულტიფუნქციური ხელსაწყო, ქეისი, ბატარეა და დამტენი.
მეტი მრავალფეროვნებისთვის ველიზე ასევე შეგხვდება Bosch GSR ხელსაწყოების ნაკრები. პროდუქტი აერთიანებს ბურღს, ხრახნდამჭერს, ქანჩმომჭერს, ორ აკუმულატორს და სხვა დამატებით აქსესუარებს. მოწყობილობაში ჩამონტაჟებული LED განათება კი დაბალი სინათლის პირობებშიც ამარტივებს მუშაობას. გარდა ბურღებისა, ველიზე აღმოაჩენ ლაზერულ ხელსაწყოებს და ელექტრო ხერხებს.
დაათვალიერე მოთხოვნადი ხელსაწყოები
ველიზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებში ერთიანდება Bosch-ის ელექტრო ხერხი, რომელიც იდეალურია ტოტების, შეშისა თუ მორების დასაჭრელად. მოწყობილობა 1800W სიმძლავრით შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. მსუბუქი კორპუსი კი ამარტივებს ელექტრო ხერხის გამოყენებას.
მომხმარებლის სასურველ ნივთებშია Bosch-ის ბალახის სათიბი ეფექტური ჭრის სისტემით. მოწყობილობა მრავალფუნქციურია, რაც უზრუნველყოფს ბალახისა თუ სარეველების, ასევე გაზონის დამუშავებას რთულად მისადგომ ადგილებშიც კი.
იშოპინგე ველიზე სახლიდან გაუსვლელად, გადახედე კატეგორიას რემონტი & ხელსაწყოები, შეუკვეთე პროდუქტები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.