რემონტისას, ბაღის მოვლისას თუ უბრალოდ სახლში გაყვანილობების შემოწმებისას, სათანადო მოწყობილობები აუცილებელია. იქნება ეს სანტექნიკა, ელექტროობა თუ ბაღის ხელსაწყოები, ყველაფერი შეგიძლია VELI.store-ზე ონლაინ აღმოაჩინო. შეუკვეთე შენთვის საჭირო ნივთები სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
აღმოაჩინე ხელსაწყოები და დანადგარები ონლაინ
სარემონტო სამუშაოებისას არის ნივთები, რომელთა გარეშეც ეს პროცესი წარმოუდგენელია. მათ შორის არის სახრახნისები, კუთხსახეხები და ხელსაწყოები. საღებავის თუ სხვა მასალების შერევისთვის ველიზე შეგხვდება ელექტრო შემრევი აქსესუარები, რომლებიც პროცესს უფრო გაამარტივებენ.
მეტალისა და პლასტმასის გასაპრიალებლად გამოგადგება Dewalt DWE6423 ვიბრაციული სახეხი. მოწყობილობის სიჩქარის 6 რეჟიმი და 3 ამპერი სიმძლავრის ძრავა აქვს, რაც 8000-12000 ბრუნამდე მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
მეტალის ნაწილების ერთმანეთთან შეერთებისთვის WADFOW-ს ინვერტორული შედუღების აპარატი დაგჭირდება, რომელიც ძირითადად ხელით შედუღებისას გამოიყენება. აზომვითი ნახაზის შესრულებისთვის კი კარგი ვარიანტია FIXTEC-ის ლაზერული მანძილმზომი, რომელიც 360 გრადუსით მუშაობს. აპარატი ასხივებს ნათელ, გამჭვირვალე მწვანე ლაზერის სხივს, რაც ამარტივებს აზომვით სამუშაოებს. მუშაობის მაქსიმალური დრო 4 საათია. დამატებით შეგიძლია ველიზე შეარჩიო ინდუსტრიული დანადგარები, უსაფრთხოების აღჭურვილობა თუ საღებავები.
სანტექნიკისა და ელექტროობის მოწყობილობები
სანტექნიკის აქსესუარებიდან ველიზე შეგხვდება ონკანი თუ სხვა გაყვანილობები. აქ აღმოაჩენ QUARANTA ANIS-ს სააბაზანოს შემრევ ონკანს, რომელიც სრულად თითბერის მასალისაგან არის დამზადებული. გარდა ამისა, აქ დაათვალიერებ საშხაპის კომპლექტს თუ კარტრიჯებს.
რაც შეეხება ელექტროობას, ველიზე დაათვალიერებ სხვადასხვა სტილის განათებებს. მაგალითად, ჭკვიან ნათურას, რომლის Bluetooth Mesh ტექნოლოგიის დახმარებით მართვა მობილური აპლიკაციითაც შესაძლებელია. გარდა ამისა, შესაძლებელია ნივთის ხმოვანი ბრძანებებით კონტროლიც. ჭკვიანი მოწყობილობა ნათურას საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს AI მაღვიძარას.
შეარჩიე სარემონტო აქსესუარები ველიზე
რემონტის თუ ძველი სივრცის განახლებისთვის საღებავები აუცილებლად დაგჭირდება. ინტერიერისთვის კარგი ვარიანტია FAWORI თეთრი საღებავი. პროდუქტი წყლის ბაზაზეა დამზადებული და მარტივად შთანთქავს წვრილ ბზარებს. გაზავება ხდება ფუნჯით და ლილვაკით. საღებავის გამოყენება რეკომენდებულია ჭერისთვის, ცემენტის ფილისთვის თუ OSB პანელებისთვის. საღებავის შერჩევისას აუცილებლად დაათვალიერე სამღებრო ხელსაწყოები.
იშოპინგე ველიზე ონლაინ, შეარჩიე სამღებრო ლილვაკები თუ უსაფრთხოების აღჭურვილობა, შეუკვეთე და გადაიხადე თანხა შენზე მორგებული საბანკო პირობებით.