Purina Pro Plan არის Purina-ს ერთ-ერთი პრემიუმ ხაზის პროდუქცია, რომელიც სპეციალურად შინაური ცხოველებისთვის, ძირითადად ძაღლებისა და კატებისთვის არის შექმნილი. VELI.store-ზე კატეგორიაში ცხოველების მოვლა შეგიძლია მარტივად შეარჩიო ჯანსაღ საკვები შენი ცხოველებისთვის.
Purina Pro Plan - ძაღლის საკვები
სრულფასოვანი და დაბალანსებული კვებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას შეიცავს Purina Pro Plan, მშრალი საკვები ზრდასრული ძაღლებისთვის. პროდუქტი აერთიანებს ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანსაღი კანის განვითარებას თუ ბზინვარე ბეწვის ზრდას. ფორმულაში შემავალი ანტიოქსიდანტები და ვიტამინები (A, E, C) აძლიერებენ იმუნურ სისტემას. პრობიოტიკების შემცველობა კი აუმჯობესებს ნაწლავურ მიკროფლორას. ეს მშრალი საკვები რეკომენდებულია საშუალო და პატარა ჯიშის ძაღლებისთვის.
ზრდასრული ძაღლებისთვის, რომლებსაც მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ, კარგი არჩევანი იქნება Purina Pro Plan, მშრალი საკვები ბატკნის ხორცით. პროდუქტი შეიცავს ადვილად მოსანელებელ და ნაკლებ ალერგიულ ცილას. პრებიოტიკების შემცველობა კი ხელს უწყობს ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორის შექმნას. საკვები არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებსა და კონსერვანტებს.
Purina Pro Plan - კატის საკვები
ზრდასრული კატის ყოველდღიური კვებისთვის არის შექმნილი Purina Pro Plan, სველი საკვები. პროდუქტი ეხმარება კატებს წყლის მიღებაში, რაც თირკმლისა და შარდის სისტემებისთვის მნიშვნელოვანია. ინდაურის ხორცის არომატი და რბილი სტრუქტურა ადვილად მონელებადია მგრძნობიარე კუჭის მქონე კატებისთვის.
კატების იმუნური სისტემის გასაძლიერებლად კარგი პროდუქტია Purina Pro Plan, მშრალი საკვები ზრდასრული კატებისთვის. საკვები შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს (ვიტამინები E და C), რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს. ომეგა-3 მჟავები კი აძლიერებენ კანის ბარიერსა და ზრდის ბეწვის ხარისხს.
შეარჩიე Purina Pro Plan-ის ძაღლის და კატის საკვები ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.