Nobby გერმანული ბრენდია, რომელიც შინაური ცხოველებისთვის ქმნის აქსესუარებსა და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობებს. VELI.store-ზე კატეგორიაში ცხოველების მოვლა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია აღმოაჩინო შენი ძაღლისთვის ან კატისთვის საჭირო პროდუქტები, შენაძენს კი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე მიიღებ.
Nobby-ის კატის მოვლის აქსესუარები
შინაური ცხოველის ჰიგიენის დაცვისთვის მოსახერხებელი ნივთია Nobby, კატის ტუალეტი, რომელიც სრულად პლასტმასისგან არის დამზადებული. პროდუქტს ჩაშენებული უჯრა აქვს, რისი საშუალებით მარტივდება ნარჩენების გამოტანა და გადაყრა. ტუალეტის დიზაინი ხელს უწყობს გაჟონვის თავიდან აცილებას, სახელური კი ამარტივებს ნივთის გადაადგილებას.
კატების ბუნებრივი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია კატის საფხაჭნი. Nobby-ის ბრენდის ეს პროდუქტი პლასტმასისგან არის შექმნილი და სტანდარტული ზომისაა (61 x 15 სმ).
ველიზე ასევე დაგხვდება Nobby, კატის სათამაშო ბუმბულებით. პროდუქტი არა მარტო აღვივებს თამაშის სურვლის, არამედ მოსახერხებელია კატის ბუნებრივი ნადირობის ინსტინქტის დასაკმაყოფილებლად და ყოველდღიური გართობისთვის.
აღმოაჩინე ძაღლის საწოლი ველიზე
კომფორტული წოლისთვის კარგი არჩევანია Nobby, ძაღლის საწოლი. ზომებიდან გამომდინარე (86 x 70 სმ) საწოლი არ იკავებს დიდ ადგილს და მისი მოთავსება შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში, მათ შორის გალიაში ან მანქანაში.
საშუალო ზომის ძაღლებისთვის არის განკუთვნილი Nobby, ძაღლის საბელი, რომელიც სიგრძით 5 მეტრია. ნეილონის გამძლე ტექსტურა კომბინირებულია რბილ ნეოპრენის შრეებთან, რაც ზრდის გამძლეობას და ამცირებს ხელზე დაწოლის შეგრძნებას. მასალა არ იწვევს ძაღლის კანის გაღიზიანებას.
შინაური ცხოველის მარტივი გადაადგილებისთვის მოსახერხებელი არჩევანია Nobby, ძაღლის გალია, რომელიც სრულად მეტალისგან არის დამზადებული. გალიას აქვს სახელური და მოცურების საწინააღმდეგო ძირი. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც სახლის პირობებში, ასევე მოგზაურობისას.
შეარჩიე Nobby-ის კატისა და ძაღლის აქსესუარები ველიზე, შეუკვეთე ონლაინ და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.