Mystic თურქული ბრენდია, რომელიც ძაღლებისა და კატების ჯანსაღი განვითარებისა თუ ცხოვრებისთვის ქმნის საკვებს. VELI.store-ზე ცხოველების მოვლის კატეგორიაში სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია აღმოაჩინო ბრენდის მიერ შექმნილი შინაური ცხოველისთვის საჭირო პროდუქტები.
შეარჩიე Mystic-ის ძაღლის საკვები
კუნთოვანი მასის შენარჩუნებას, კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას თუ ჯანსაღი ბეწვის განვითარებას უზრუნველყოფს Mystic, ზრდასრული ძაღლის მშრალი საკვები. პროდუქტი ბატკნისა და ბრინჯის არომატებით არის შექმნილი. საკვები აერთიანებს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა: A, D, E და C ვიტამინები.
მცირე ასაკის ძაღლებისთვის ველიზე დაგხვდება Mystic, მშრალი საკვები ლეკვებისთვის, რომელიც ბატკნის გემოებითა დამზადებული. პროდუქტი შეიცავს უმაღლესი ხარისხის ახალი ცხვრის ხორცს, ხმელ ბოსტნეულსა და ხილს. საკვების ეს ტიპის სასარგებლოა კუნთოვანი სისტემის, ძვლების, სახსრებისა და კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის.
აღმოაჩინე კატის საკვები ველიზე
ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული დაბალანსებული Mystic, სველი საკვები ზრდასრული კატებისთვის დაგხვდება ველიზე. პროდუქტი მთელი დღის განმავლობაში ამარაგებს ენერგიით კატას და ამდიდრებს რაციონს აუცილებელი ამინომჟავებითა და ნივთიერებებით. საკვები შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანისა და ბეწვის სიჯანსაღეს, აძლიერებენ იმუნურ სისტემას და აუმჯობესებენ ცხოველის საერთო მდგომარეობას.
ველიზე შეგხვდება Mystic, მშრალი სკავები სტერილიზებული ზრდასრული კატებისთვის, რომელიც ახალი საინექციო სისტემით FMIS-ის გამოყენებით არის შექმნილი. პროდუქტი მდიდარია ორაგულისა და ზღვის თევზის ხორცით, ხმელი ბოსტნეულით, ხილითა და ვიტამინებით.
შეარჩიე ველიზე Mystic-ის ბრენდის კატებისა და ძაღლების საკვები, აქვე აღმოაჩინე კატის აქსესუარები, შეუკვეთე სასურველი ნივთები და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.