კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
კოქტეილის გასაფორმებელი აქსესუარები
ფილტრაცია
დალაგება:

კოქტეილის გასაფორმებელი აქსესუარები

20 პროდუქტის ჩვენება

თუ გსურს საღამოს მეგობრული შეკრება დაუვიწყარ წვეულებად იქცეს, მოამზადე და მორთე შენი საყვარელი კოქტეილები სახლში VELI.sore-ის კოქტეილის აქსესუარების გამოყენებით. კატეგორიაში ბარი & მეტი, სასმლის გასაფორმებლებთან ერთად, სიროფი, ბითერი & გასაზავებლებიც დაგხვდება, რომელთა საშუალებითაც უამრავი განსხვავებული კოქტეილის მომზადებას შეძლებ. 

 

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გემრიელ კოქტეილებს ამზადებ, ვიზუალური პრეზენტაციისთვის პატარა დეტალმაც კი შესაძლოა სტანდარტული სასმელი არაჩვეულებრივად აქციოს. ველის კოქტეილის გასაფორმებელი აქსესუარების კოლექციაში, ყველაზე მხიარული, მრავალფეროვანი და ამავდროულად ფუნქციური კოქტეილის ჩხირების ფართო არჩევანსაც შეხვდები. 

 

შეიძინე კოქტეილის გასაფორმებელი აქსესუარები ონლაინ

 

როცა კოქტეილის მოსამზადებლად შესაფერის ტონიკს შევარჩევთ, ანდაც ენერგეტიკული სასმელების კატეგორიიდან სასურველ ინგრედიენტს ამოვარჩევთ, ჯერი შეიკერში მათ კარგად შერევასა და საბოლოო გაფორმებაზე მიდგება. 

 

იმის გათვალისწინებით, თუ რა თემატიკის წვეულებას აწყობ, ან როგორი განწყობის შექმნა გსურს კოქტეილის დაგემოვნებისას, VELI.store-ის ციფრულ დახლებზე ხილის, გულის ან სულაც ჭიამაიას ფორმის ჩხირებს შეარჩევ. ამ ჩხირებს არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ფუნქციური დატვირთვაც აქვთ, მათზე ხილის პატარა ნაჭრებისა და სხვა ინგრედიენტების დამაგრება და ასე მირთმევა, ყველაზე სახლურ კოქტეილის საღამოსაც გამორჩეულ ხასიათს შესძენს.

 

VELI-ზე როგორც ხის მასალის, ასევე სილიკონის კოქტეილის ჩხირებიც შეგხვდება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გამოსადეგი შენაძენია, რადგან პლასტმასის ჩხირები მრავალჯერადია, აჩვენებს ზუსტ ზომებს, რომლებიც საჭიროა კონკრეტული კოქტეილის დასამზადებლად და თან ახლავს მოძრავი რეზინის თავსახურები. 

 

რაც შეეხება ხის მასალის ერთჯერად ჩხირებს, კატეგორიაში წარმოდგენილია 20 და 100 ცალიანი შეფუთვები, შესაბამისად კოქტეილის გასაფორმებელი აქსესუარების მარაგი შეგიძლია მარტივად და სწრაფად შეავსო. 

 

იშოპინგე ონლაინ VELI.store-ზე, შეარჩიე სასურველი ნივთი კოქტეილებისა და წვეულებების გასაფორმებლად და ისარგებლე უფასო მიტანის სერვისით ნებისმიერ შენაძენზე. თბილისის მასშტაბით კურიერი შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მოგიტანს. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

*ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express, რე|ბანკის ტოპ |ქარდით და უცხოური ბარათით. ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

 ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.