ჰიპოპო აწარმოებს ბავშვის საკვებ პროდუქტებს, მათ შორის არის ხილის პიურეები, ორცხობილები, ფაფები თუ პიურე პაუჩები. კატეგორიაში მშობელი & ბავშვი შეიძლებ შეარჩიო ჰიპოპოს საკვები პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი.
შეარჩიე ჰიპოპოს პიურე ველიზე
ჩვილებისთვის 6 თვიდან სრულფასოვანი საკვებია, ჰიპოპოს პიურე. პროდუქტი აერთიანებს ცილებით მდიდარ საქონლის ხორცს, ენერგიის წყაროს, წიწიბურას და ვიტამინებით მდიდარ გოგრას. სპეციალურად შექმნილია ჩვილთა კვებისთვის, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, ხელოვნურ დანამატებსა და დამატებით შაქარს.
ნატურალური ხილისგან, მათ შორის ვაშლისგან, ბანანისგან, ჟოლოსა და მარწყვისგან, არის დამზადებული ჰიპოპოს პიურე პაუჩი. პროდუქტს აქვს ბუნებრივად ტკბილი გემო, არ შეიცავს დამატებით შაქარს, GMO-ს, კონსერვანტებსა და ხელოვნურ დანამატებს. პაუჩის მოსახერხებელი შეფუთვა უზრუნველყოფს კომფორტულ გამოყენებას როგორც სახლში, ისე სეირნობისას.
ჰიპოპოს რძიანი ფაფა
რძის ბაზაზეა დამზადებული Gipopo, რძიანი ფაფა შვრიითა და ატმით. პროდუქტი განკუთვნილია ჩვილებისთვის 6 თვიდან. ფაფა ხელს უწყობს ბავშის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას, უზრუნველყოფს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. არ შეიცავს GMO-ს, ხელოვნურ დანამატებსა და კონსერვანტებს.
პატარა ბავშვებისთვის არის შექმნილი Gipopo, საბავშვო ორცხობილა, რომელიც შეიცავს ბანანს. პროდუქტი ადვილად იხსნება რძეში, რაც საშუალებას იძლევა იგი დაემატოს ბავშვის კვების რაციონში. ორცხობილა ასევე ხელს უწყობს მოტორებული უნარების განვითარებას.
აღმოაჩინე ჰიპოპოს საბავშვო კვების პროდუქტები ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.