მანეჟი ბავშვის უსაფრთხოებისა და მოტორული უნარების განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. VELI.store-ზე სხვადასხვა ტიპისა და ბრენდის მანეჟი შეგიძლია აღმოაჩინო. მათ შორის არის:
- 4Baby
- Baby corner
- Sensillo
- Kidwell
შეარჩიე მანეჟები ბავშვის ასაკის მიხედვით, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
საბავშვო მანეჟი VELI.store-ზე
ბავშვისთვის უსაფრთხო და სუფთა სივრცეს ქმნის 4Baby, საბავშვო მანეჟი. მაღალი კედლები დამზადებულია ჰაერგამტარი მასალისგან, რაც ხელს უწყობს ჰაერის სწორ ცირკულაციას. რბილი და ელასტიური ძირი უზრუნველყოფს ბავშვის პოზიციის სტაბილიზაციას და ამორტიზაციას პირველივე წამოდგომის მცდელობისას. გვერდითა შესასვლელზე არსებული სივრცე გამოყოფილია ელვაშესაკრავით და უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას. მანეჟი ადვილად იშლება და იკეცება, რაც მისი ტრანსპორტირების პროცესს ამარტივებს.
სათამაშოდ მოსახერხებელი ადგილია Toyz Dream, სათამაშო მანეჟი, რომელიც მუსიკალური პანელით ხელს უწყობს ბავშვის ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარებას. მანეჟი დამზადებულია ადვილად გასაწმენდი პოლიესტერის ქსოვილისგან, რბილი შემავსებლით, რომელიც იზოლირებას და კომფორტს უზრუნველყოფს. სენსორული სათამაშოები ჩამოკიდებულია ბავშვის განვითარების სტიმულირებისთვის. ხალიჩას დიდი მუსიკალური კლავიატურა აქვს ოთხი დიდი ღილაკით, რომელიც ბგერებს გამოსცემს.
შეარჩიე საწოლ-მანეჟი
ახალშობილის კომფორტულ ძილს უზრუნველყოფს Kidwell, საწოლ-მანეჟი, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს ორი ლეიბის საკიდების სიმაღლის დახმარებით. ზედა დონე განკუთვნილია დაახლოებით 6 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის (მაქს. 9 კგ), ქვედა დონე არის 3 წლამდე (მაქს. 15 კგ). საწოლ-მანეჟს გამოსაცვლელი მაგიდა აქვს, რაც მშობლებს ბავშვის მოვლისას დროს დაუზოგავს. კომპლექტში არსებული ჩანთით კი მანეჟის გადაადგილება ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია.
შეარჩიე ველიზე მანეჟები, აღმოაჩინე ბავშვის შესახვევი მაგიდა თუ ჩასაწვენი ბუდე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.