Alecto ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც ბავშვის მოვლის ელექტრონულ მოწყობილობებს ქმნის. კატეგორიაში მშობელი & ბავშვი ონლაინ შეგიძლია შეარჩიო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, რადიო ძიძა ეკრანით, ვიდეო კამერა, ჰაერის დამატენიანებელი თუ ღამის სანათი.
შეარჩიე რადიო ძიძა ველიზე
მშობლებისთვის ახალშობილის აღზრდისას ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მოწყობილობაა Alecto, რადიო ძიძა ეკრანით. კრისტალურად სუფთა ხმის საშუალებით შესაძლებელია იმის გაგება ბავშვს ღვიძავს თუ ლაპარაკობს. მოწყობილობას აქვს talkback ფუნქცია და 5 მელოდია, რომელიც ბავშვთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. რადიო ძიძას ეკო რეჟიმიც აქვს, რომელიც ხანგრძლივ მუშაობას უწყობს ხელს. ღამის განათება კი მშვიდ ძილს განაპირობებს.
Alecto-ს საბავშვო აქსესუარები
დედის რძისა თუ უბრალოდ ხელოვნური საკვების თანაბრად გათბობისთვის კარგი მოწყობილობაა Alecto, ბოთლის გამათბობელი. პროდუქტი 5 წუთში ერთდროულად ათბობს 150 მლ რძის 2 ბოთლს. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს სტერილიზაციისა და გალღობის ფუნქცია.
ბავშვის ზრდის პროცესი სრული სიზუსტით შეგიძლია აკონტროლო Alecto, ბავშვის სასწორით. მოწყობილობას კომპაქტური ზომა აქვს და რეკომენდებულია 20 კგ-მდე ბავშვებისთვის. სასწორს მოყვება ჩანთა და 3 AAA ბატარეა.
აღმოაჩინე Alecto-ს ბრენდის ბავშვის მოვლის ტექნიკა ველიზე, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.