სენსილო პოლონური ბრენდია, რომელიც ჩვილებისთვის ქმნის სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, მათ შორის არის, სათამაშო ხალიჩა, ბალიში, პლედი თუ თეთრეული. შეარჩიე ნივთები ახალშობილისთვის VELI.store-ზე კატეგორიაში მშობელი & ბავშვი, შეუკვეთე სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე Sensillo-ს ბავშვის პლედი
სახლში და გარეთ სეირნობისთვის ჩვილისთვის მოსახერხებელი ვერსიაა Sensillo, პლედი ქუდით, რომელიც ბამბუკის ქსოვილისგან არის შექმნილი. პროდუქტი ანტიალერგიული თვისებებისაა და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.
ახალშობილს მზისა და ქარისგან იცავს Sensillo Yellow ბავშვის პლედი, რომელიც დამზადებულია რბილი და ჰაეროვანი მუსლინისგან. პროდუქტი გამოიყენება როგორც ეტლებისთვის, ასევე სავარძელში ჩვილის მოთავსებისთვისაც.
აღმოაჩინე აქსესუარები ჩვილის მოვლისთვის
ჩვილის მოგზაურობისთვის მოსახერხებელი ვარიანტია Sensillo Fox საბავშვო სამგზავრო ლეიბი. პროდუქტი კომპაქტური ზომისაა (60x40x15სმ), იკეცება და კომპლექტში მოთავსებული სატრანსპორტო ჩანთა აადვილებს მის გადაადგილებას.
ბავშვის სავარძელში ან ეტლში უსაფრთხოდ მოთავსებისთვის დაგჭირდება Sensillo Graphite ეტლის ჩასაწვენი ბუდე, რომელიც სრულად პოლიესტერის მასალისგან არის დამზადებული. მასალა ადვილად ერგება ბავშვის სხეულს და ელვა შესაკრავის წყალობით მარტივდება ბავშვის ბუდიდან ამოყვანაც.
დედებისთვის როგორც მშობიარობამდე ასევე მშობიარობის შემდეგ მოსახერხებელი პროდუქტია Sensillo Poppies ლაქტაციის ბალიში, რომლის შიგთავსიც სილიკონის მასალისგან არის შექმნილი. ბალიში აადვილებს ბავშვის კვებას ეხმარება დედას კომფორტულად მოთავსებაში.
შეარჩიე Sensillo-ს ბრენდის პროდუქტები ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.