სადღესასწაულო სუფრის გაფორმება, ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, ექსკლუზიურად ქართული წარმოების ჭურჭლითა და ტექსტილითაც შეგიძლია. დაათვალიერე და შეარჩიე ქართული ტექსტილი ველიზე, შენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.
ქართული ჭურჭელი სუფრის სერვისებისათვის
თუკი სერვირებისათვის გამორჩეულ, არა მასობრივი წარმოების ჭურჭელს ეძებ, შესაძლოა White Studio, თეფში ბეჭდის დიზაინით, საინტერესო აღმოჩნდეს. თეფში თეთრი თიხისა და კერამიკისგანაა დამზადებული და ხელითაა მოხატული, რაც ჭურჭელს განსაკუთრებულს ხდის.
თეფშების გარდა, შესაძლოა ჭიქებიც დაგჭირდეს. ქართული ბრენდის, Crater Ceramic Design-ის ჭიქა მარწყვით საინტერესო და ორიგინალური ვარიანტია. მარწყვის ილუსტრაციით გაფორმებული, ხელნაკეთი, კერამიკის ჭიქა ყოველდღიური გამოყენებისათვისაც იდეალურია და შენს სადღესასწაულო სუფრაზეც განსაკუთრებულ განწყობას შემოიტანს.
სერვირებისათვის ასევე საკმაოდ გამოსადეგია კომოდუსის სალათის ჯამი, ფერადი ყვავილების პრინტით. სასალათის გამოყენება შესაძლოა როგორც ფუნქციურად, ასევე დეკორატიულად.
წყლის, ღვინისა და სხვა ნებისმიერი სასმლის სერვირებისათვის, შესაძლოა პოტერიას დოქი გამოგადგეს. დოქი სადა ფერებით და დახვეწილი, ყვავილების პრინტით, კერამიკის, ჭიქურქვედა საღებავისა და ჭიქურისგანაა დამზადებული.
პურისა და სხვა ცომეულის სერვირებისათვის ჰარმოსფეროს საპურე კარგი არჩევანია. საპურის გარეთა მხარე დამზადებულია 100% ბამბის ქსოვილისგან, ხოლო შიგნიდან აქვს 100%-იანი ტილო. საპურეს ორმაგი დატვირთვა აქვს: გამოიყენება სუფრაზე პურის სერვირებისთვის და მოგვიანებით - პურის შესანახად.
მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქტების არჩევანი
ველიზე ორიგინალური ქართული ჭურჭლის გარდა, საქართველოში დამზადებული
პირსახოცები & ხალათები შეგიძლია აღმოაჩინო. ქართული ტექსტილი მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა. მაგალითისთვის, კარგი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს ზეზეწარის პირსახოცების სასაჩუქრე ნაკრები, როგორც საჩუქრად, ასევე პირადი მოხმარებისათვის. ველიზე ნაკრებს ლურჯ, ყავისფერ, ნაცრისფერ, კრემისფერ და თეთრ ფერებში აღმოაჩენ.
პირსახოცებისა და ხალათების გარდა, ველიზე ქართული წარმოების ტანსაცმელი დაგხვდება, შენთვის სასურველის შერჩევას კი წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტიდან იოლად შეძლებ. ქართული წარმოების ტანსაცმლის შეძენისას უკეთ შეგიძლია განსაზღვრო ხარისხი, ტრანსპორტირების დროს შესაძლო დაზიანებები კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
ტანსაცმელთან ერთად, ველიზე ხელნაკეთი სათამაშოებიც დაგხვდება. შეარჩიე და
დაათვალიერე სათამაშოები ველიზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად. შეძენილ ნივთებს თბილისის მასშტაბით 3 საათში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.