ადრე ლატექსის ხელთათმანები მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და დასუფთავებაში გამოიყენებოდა, თუმცა ახლა ის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუცვლელი გახდა. ლატექსის ხელთათმანები, კარგი პარტნიორები არიან ჭუჭყთან ბრძოლაში და ბაქტერიებისგან გიცავენ. მოხმარების შემდეგ ისინი აკურატულად გადაყარე.
ავეჯის გაწმენდა შრომატევადი საქმეა, რისთვისაც ლატექსის ხელთათმანებთან ერთად ხის ავეჯის საწმენდი სითხეები გამოგადგება. ისინი შრომას შეგიმსუბუქებს და ძვირფას დროს დაგიზოგავს.
ასევე, სავარძლებისა თუ დივნისთვის რბილი ავეჯის საწმენდი საშუალებები დაგჭირდება, რომელიც პირვანდელ სისუფთავეს დაუბრუნებს მათ. ლატექსის ხელთათმანები კი ყურადღებით უნდა შეარჩიო.
ლატექსის ხელთათმანებს აქვს შემდეგი მახასიათებლები:
- მაღალი ელასტიკურობა
- იდეალურად ერგება ხელს;
- კარგად ეჭიდება ნებისმიერ ზედაპირზე და არ სრიალებს;
- საუკეთესოდ უძლებს წყალს;
- არ აქვს ნაკერები და სხვა გადაბმები;
- გეხმარება ისეთი დავალებების შესრულებაშიც, რომელიც ხელზე ტაქტილურ მგრძნობელობას მოითხოვს შეხებისას.
სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად უამრავი კლასიფიკაციის ლატექსის ხელთათმანი არსებობს. ტანსაცმლის მოსავლელად
ლატექსის ხელთათმანებთან ერთად ტანსაცმლის საწმენდი წებოვანი გორგოლაჭები დაგჭირდება.
ლატექსის ხელთათმანების სახეები
ლატექსის ხელთათმანებს ბევრი კრიტერიუმით განასხვავებენ. ერთ-ერთი მათგანი ფორმაა.
- ბრტყელი ლატექსის ხელთათმანები. ისინი არ იმეორებენ ხელის მტევნის ფორმას;
- ანატომიური ლატექსის ხელთათმანები. ზუსტად იმეორებენ ხელის მტევნის ფორმას.
ანატომიურ ლატექსის ხელთათმანებს შორის კარგი არჩევანი იქნება Grass-ის ლატექსის ხელთათმანები. უნივერსალური ელასტიური წაგრძელებული საყოფაცხოვრებო ხელთათმანები Grass შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას ხელები სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან, მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან, ტენიანობის, სარეცხი საშუალებების, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, უხეში ზედაპირებისა და თხევადი საშუალებებისგან კონტაქტის დროს. ხელისგულის ტექსტურის ზედაპირი საშუალებას გაძლევს საგნები ხელში საიმედოდ დაიჭირო.
დამუშავების ტიპის მიხედვით ლატექსის ხელთათმანები შეიძლება იყოს შეპუდრული და შეუპუდრავი. პირველი მათგანი დამუშავებულია ტალკით, რაც მათ ჩაცმას აადვილებს.
თუ ფაქიზად აპირებ დეტალებზე კონცენტრირებას ან გჭირდება შეხებას გრძნობდე, მგრძნობიარე ხელთათმანები დაგჭირდება. ასეთ შემთხვევაში Parex-Sensitive Gloves ლატექსი ხელთათმანი ვანილის სურნელით საუკეთესო არჩევანი იქნება. Parex-ის ლატექსის ხელთათმანის ულტრა თხელი სტრუქტურა, საშუალებას გაძლევთ მარტივად შეასრულოთ ნებისმიერი სახის დელიკატური სამუშაო.
როგორ შევიძინოთ ლატექსის ხელთათმანები ონლაინ
იმისთვის, რომ ლატექსის ხელთათმანები ან სულაც, სარეცხი ფხვნილი შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ლატექსის ხელთათმანები. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.