ჟანგს შეიძლება ნებისმიერ ადგილას წააწყდე, ეს იქნება სახლში თუ ავტომობილში. ჟანგიანი ნაწილების კოროზიისგან დაცვა ხანგრძლივი და რუტინული სამუშაოა. ჟანგის საწინააღმდეგო საშუალებები დროის დაზოგვაში დაგეხმარება, რადგან მინიმალური ძალისხმევით გაუმკლავდე ჟანგს. პირველ რიგში გაითვალისწინე, რომ ამისთვის აუცილებლად სპეციალურად განკუთვნილი საშუალება უნდა გამოიყენო და მაგალითად მინის საწმენდი სითხეები, არ გამოგადგება. თუმცა, ისინი შეუცვლელია რემონტის შემდეგ, დასვრილი ფანჯრების მწყობრში მოსაყვანად.
რა არის ჟანგი და რისგან ჩნდება ის
იმისათვის, ჟანგს ეფექტურად ებრძოლო, სწორად შეარჩიო ჟანგის საწინააღმდეგო საშუალებები და შემდგომში თავიდან აიცილო დაჟანგება, უნდა გაიგო რა არის ჟანგი. საკუთრივ ჟანგი, გარემოში ტენიანობის მაღალი მაჩვენებლის შედეგად წარმოქმნილი რკინის ჟანგად ქცევის პროცესია. ამრიგად, ჟანგის მოცილებისას ლითონის ფენასაც აშორებ, რომელმაც დაჟანგვა განიცადა და თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე გასათვალისწინებელია დაჟანგვის ხარისხი და დეტალი რომელზეც ჟანგი ჩამოყალიბდა. თუ ეს ძალიან მცირე ნაწილია, კარგი საშუალება ადვილად გაუმკლავდება, ხოლო შემდეგ ცოცხი და აქანდაზი უნდა გამოიყენო და ტერიტორია კარგად გაასუფთაო.
როგორ გავაქროთ ჟანგი
ჟანგის სრულად უნდა მოაშორო, ისე რომ მისი უმცირესი ნაწილიც არ დარჩეს, რომელიც შემდეგ კიდევ შეუწყობდა ხელს კოროზიის პროცესის გაგრძელებას. დღეს, ამისთვის უამრავი ეფექტური საშუალება არსებობს. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო Cillit, ჟანგისა და ნადების მოსაშორებელი იქნება. ის ადვილად აშორებს ჩამჯდარ ნადებსა და ჟანგს. ამისთვის დაზიანებულ ზედაპირზე უბრალოდ უნდა დაიტანო საკმარისი რაოდენობის სითხე და სულ 5 წუთამდე გააჩერო, შემდეგ დაზიანებული ადგილი კარგად გაწმინდე, რომ მან უწინდელივით იპრიალოს.
ასევე ეფექტურია Sano Anti Kalk, ჟანგისა და კირის მოსაშორებელი სითხე. ის ასუფთავებს ონკანებს, სანტექნიკის მოწყობილობებს და კერამიკულ ფილებს. ასევე, პლასტმასასა და მინაზე მოქმედებს და სამზარეულოში შენი შეუცვლელი პარტნიორი გახდება.
როგორ მოვაშოროთ ჟანგის ლაქები
იმისთვის რომ ტანსაცმლიდანაც ადვილად ამოიყვანო ჟანგის ჩამჯდარი ლაქები, ადვილი გზა ამისთვისაც არსებობს. HG, ჟანგის ლაქების ამომყვანი სითხე არის იდეალური ლაქების ამომყვანი საშუალება, რომელიც ჟანგის ლაქებს მომენტალურად აშორებს. ამასთანავე, დავალებას ისე უმკლავდება რომ ქსოვილს არ აზიანებს და ფერს არ ახუნებს. ასევე, გამოიყენება ქვის ფილებზე, ბეტონზე და არაკალცინირებულ ბუნებრივ ქვაზე.
როგორ შევიძინოთ ჟანგის საწინააღმდეგო საშუალებები ონლაინ
იმისთვის, რომ ჟანგის საწინააღმდეგო საშუალებები ან თუნდაც ლამინატის საწმენდი საშუალებები შეარჩიო, ყველაზე მარტივი გზა ონლაინ მაღაზია შეიძლება იყოს. ნახე VELI.store-ზე საუკეთესო ხარისხის წამყვანი ბრენდების ჟანგის მოსაშორებელი. შეიძინე ახლავე და მიიღე სასურველი ნივთი თბილისში 3 საათში შენს კართან, ადგილზე უფასო მიწოდებით.