ქოლგა მზის სხივებისგან დასაცავად ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი აქსესუარია. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ეს ნივთი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ VELI.store-ის ციფრულ თაროებზე, ეზოს & ვერანდის მოწყობის კატეგორიაში მარტივად შეძლებ შეარჩიო შენთვის სასურველი ნივთი.
აღმოაჩინე მზის ქოლგა ველიზე
როგორც ეზოსთვის, ასევე სანაპიროსთვის შეგიძლია გამოიყენო Mica Decorations-ის მზის ქოლგა. ფოლადის საყრდენი და პოლიესტერის საფარი უზრუნველყოფს ნივთის დიდი ხნის განმავლობაში გამძლეობას. მზის ქოლგას წვეტიანი საყრდენი აქვს, რაც მის მარტივად ჩამაგრებას უზრუნველყოფს. მოსახერხებელი გადაადგილებისთვის ქოლგას მოყვება ჩანთა, ამიტომ კომფორტულად შეგიძლია ატარო ნებისმიერ ადგილას.
მზის პირდაპირი სხივების თავიდან ასაცილებლად ფართო ჩრდილს ქმნის Kaemingk-ის ეზოს ქოლგა, რომლის ზომაც 180 სმ-ია. ნივთს რეტრო დიზაინი და კიდეებზე ბამბის თასმები აქვს. ქოლგა წყალგაუმტარია, რაც ნებისმიერ ამინდის შემთხვევაში სანდო დაცვას უზრუნველყოფს.
ოჯახთან ერთად სანაპიროზე დასვენებისთვის შეგიძლია შეარჩიო Koopman-ის ზღვის ქოლგა. ზომიდან გამომდინარე (250 სმ) ნივთი მზისგან სრულ და ეფექტურ დაცვას განაპირობებს. საყრდენი ჯოხის დახმარებით კი მარტივად არის შესაძლებელი მისი სიმაღლის რეგულირებაც.
ეზოს ქოლგის აქსესუარები
ეზოს პერიმეტრის მზისგან სრული დაცვისთვის გამოგადგება ეზოს მზისგან დამცავი. პოლიესტერისგან დამზადებული ეს ქსოვილი 3 მეტრის სიგრძისაა, რაც გარე სივრცეში ჩრდილის შექმნას უწყობს ხელს.
იმისთვის, რომ ეზოს ქოლგა მყარად და უსაფრთხოდ მოათავსო ზედაპირზე ქოლგის სადგამი გამოიყენე. ეს ნივთი დაგეხმარება თავისი დიამეტრისა და წონის დამსახურებით, ქოლგა სტაბილურად მოათავსო ქარიან დღეებშიც კი. იმ შემთხვევაში თუ გაშლილი ქოლგის ერთი ადგილიდან მეორეზე სწრაფი გადაადგილება გსურს, არჩევანი ბორბლებიან საყრდენზე შეაჩერე.
იშოპინგე ველიზე სახლიდან გაუსვლელად, შეარჩიე ნივთები სახლი & ეზოს კატეგორიიდან, მათ შორის აღმოაჩინე აივნის ქოლგა და შეხვედი მომზადებული ზაფხულის სეზონს. შეუკვეთე ნივთები და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.