თუკი ფიქრობ, რომ ბატუტი მხოლოდ ბავშვებისთვისაა, საათობით გართობას გამოაკლდები. ბატუტი უსაზღვრო გართობის საშუალებას იძლევა. ემოციების ზღვა, ადრენალინი და ენდორფინები, რომელსაც ბატუტზე ხტომისას განიცდი, ზაფხულში ორმაგად სასიამოვნო ხდება.
ბატუტები მსუბუქი, მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელია. შეგიძლია გაშალო სახლის ბაღსა თუ ეზოში და ყველგან თან წაიღო. მაგალითად, აგარაკზე.
ზაფხული შესანიშნავი დროა განსატვირთად. ამ სეზონზე გარე აქტივობებიც მეტად პოპულარული ხდება. ეზოებს კი, სხვადასხვა განსატვირთი და გასართობი საშუალებებით ვაწყობთ. ჰამაკი, აუზი (გასაბერი თუ კარკასული აუზები), ზაფხულის თაკარი მზისგან დასაცავი და იდეალური გასართობი საშუალებებია. ეზოს ფავორიტ გარე აქტივობებს შეგიძლია ბატუტებიც შემატო, რომლებიც ზაფხულის აქტიურ და დაუვიწყარ დღეებს გაგატარებინებს.
ბატუტი და ფიზიკური სიჯანსაღე
ბატუტები არამარტო გართობის კარგი საშუალება, არამედ ჯანმრთელობისთისაც სასარგებლოა. ბატუტი ლიმფურ სისტემას აუჯობესებს, რადგან ხტუნვა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც მთელ ორგანიზმში გაუმჯობესებულია ვიტამინებისა და მინერალების მიმოცვლა. ბატუტზე ხტომა მსუბუქი ვარჯიშია, რადგან მაღალი ხარისხის ბატუტის ძირი (რებაუნდერი) იცავს სახსრებს მაღალი დატვირთვისგან.
ბატუტი ბავშვებისთვისაც სასარგებლოა. მათ დაეხმარება ფიზიკური აქტიურობა მთელი ზაფხულის განმავლობაში შეინარჩუნონ. ასევე, კოორდინაციის უნარის ჩამოყალიბებაშიც შეუწყობს ხელს.
პატარების ბატუტი მსუბუქი და მცირე ზომის არის,რაც ამარტივებს გადაადგილებას. ასე რომ ბავშვებს შეუძლიათ სასურველ ადგილას, ნებისმიერ დროს თან წაიღონ.
რა ტიპის ბატუტები არსებობს?
ბატუტები არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზომის და დიზაინის, მაგალითად, დასაკეცი.
მრგვალი ბატუტები
მრგვალი ბატუტები ითვლება რეკრეაციული დანიშნულების ბატუტებად, რომლებიც იდეალურია სახლის ეზოში მოსაწყობად. მრგვალი ბატუტი არის ყველაზე გავრცელებული ტიპის და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის, დიზაინითა და ხარისხით. მათი დიამეტრი საშუალოდ 600 სმ-მდეა. უფრო პატარა, მრგვალი ბატუტები კი - 300 სმ-მდეა, რომლებიც შესაფერისია 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ისინი განსხვავდებიან ხარისხისა და ფასის ფართო დიაპაზონით.
მართკუთხა ბატუტები
მართკუთხა ბატუტები დამზადებულია ნახევრად პროფესიონალებისთვის და პროფესიონალი ტანმოვარჯიშეებისთვის. თუმცა, არამარტო! მისი კომფორტული ფორმის წყალობით, ყოველდღიურადაც აქტუალური გამოყენება აქვს. მართკუთხა დიზაინი იძლევა საშუალებას, რომ ბატუტი სასურველ ადგილას უფრო მარტივად განთავსდეს, ვიდრე სხვადასხვა ფორმის ბატუტი.
ოთხკუთხედი ბატუტები
ოთხკუთხედი ბატუტი იგივე ჰიბრიდული ბატუტია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას რეკრეაციული მიზნებისთვის, როგორც მრგვალი ბატუტი, და სავარჯიშო ფუნქციით როგორც მართკუთხედი ბატუტი.
კვადრატული ფორმა ნაკლებად გავრცელებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. თუმცა გამოიყენება სასწავლო, ტრენინგების აკადემიებში, როგორც ტანმოვარჯიშეების პროგრესირების განმსაზღვრელად.
როგორ განვასხვავოთ ბატუტები მახასიათებლების მიხედვით?
დახურული ბატუტი - ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა.იგი უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ბადით, რაც დაცემისგან გვიცავს. მისი შეძენა მეტად პოპულარულს ხდის ბავშვებისთვის. ასეთ ბატუტზე დამცავი ბადე გამჭვირვალეა და შეგიძლიათ ბავშვებს თვალ-ყური ადევნოთ.
გასაბერი, წყლის ბატუტები - უმეტესად რეკრეაციული დანიშნულებისთვის გამოიყენება. ზოგიერთი ბატუტი წყლის სასრიალოებთან ერთადაც მონტაჟდება.
უზამბარო ბატუტები - მეტად თანამედროვე და უსაფრთხოა. მისი ჩარჩო ზამბარების გარეშე, ბატუტის ზედაპირის ქვეშ არის მოქცეული. ასე, რომ თითქმის შეუძლებელია ახტომისას მასთან შეხება. ზამბარებიანმა ჩარჩომ კი ახტომისას შესაძლებელია საფრთხე შექმნას.
ბატუტები ფუნქციურადაც განსხვავებიან: მაგალითად, ფიტნესისთვის, დასვენების, გართობისას და სტრესთან გამკლავებისთვის. ზოგიერთი მათგანი კი, უფრო პროფესიონალურად, სპორტული დანიშნულებისთვის არის განკუთვნილი.
როგორ შევარჩიო ბატუტი?
ლოკაცია
პირველი ნაბიჯი იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი ბატუტი გჭირდება, არის ეზოს გაზომვა და იმის გარკვევა, თუ რამდენი სივრცე გაქვს. შემდეგ, კი ეზოში ლოკაციის განსაზღვრა, სადაც ბატუტს ააწყობ. რეკომენდირებულია ასეთი ადგილი იყოს სწორი, ტოტებისგან, ნამსხვრევებისგან, ღობეებისგან და ფერდობებისგან თავისუფალი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატუტის უმეტესობა მოითხოვს დამატებით უსაფრთხო სივრცეს მის გარშემო. იგი ბრტყელი და თანაბარი ზედაპირი უნდა იყოს. სასურველია განთავსდეს ბალახის რბილ ან ქვიშის ზედაპირზე, სადაც არ არის დაგებული ბეტონი. აქ ტრავმის ძალიან დიდი რისკია.
გამოყენების მიზანი
ბატუტის შეძენამდე დაფიქრდი თუ ვინ გამოიყენებს მას. იქნებიან ეს მხოლოდ ბავშვები თუ მთელი ოჯახი. თუ ოჯახისა და მეგობრების შესაკრებად აპირებ შეძენას, შეიძლება უფრო დიდი ბატუტი დაგჭირდეს.
ბატუტის არჩევაში გამოსაყენებლად განსაზღვრული მაქსიმალური წონა დაგეხმარება. მისი მაქსიმალური წონა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიმძიმითა და რამდენად მაღლა ხტებით. მომხმარებლის მაქსიმალური წონის განსაზღვრა კომფოტული ხტუნვის გარანტიაა. ამით თავიდან აიცილებ ახტომისას მიწასთან შეხებას.
ბატუტი ასევე შეიძლება გამოიყენო კალათბურთის ან ხელბურთის სათამაშოდ, გაორმაგებული გართობისთვის. ზაფხულის ან გაზაფხულის შუადღე სავსე იქნება შენი, შენი ოჯახის თუ მეგობრების საათობით გართობისთვის.
უსაფრთხოების პარამეტრები
ბატუტის შეძენისას უსაფრთხოების გათვალისწინება აუცილებელია. ბატუტები აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხოების ბადითა და ბალიშებით. სასურველია ბატუტს მოყვებოდეს კიბეც. კიბე შეიძლება გამოიყენო ბავშვების უსაფრთხოდ ასვლა-ჩამოსვლაში, მაგრამ მაშინვე უნდა მოიხსნას, როდესაც ბატუტს აღარ გამოიყენებ. ბატუტის შეძენისას ინსტრუქციებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ინსტრუქციები უნდა იყოს მკაფიო და სრული, ტექსტუალური და ვიზუალური მასალით. აუცილებლად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თუ როგორ უნდა ააწყო ბატუტი, შეინარჩუნო და უსაფრთხოდ გამოიყენო.
მიჰყევი უსაფრთხოებისთვის მოცემულ რეკომენდაციებს როგორებიცაა სხვადასხვა მინიშნება პროდუქტზე: „თითო-თითო“, „მხოლოდ შიშველი ფეხები“ და „არ გამოიყენო როცა სველია“. მიუხედავად იმისა, რომ ბატუტი აღჭურვილია სხვადასხვა უსაფრთოების საშუალებით, ბავშვებს მაინც სჭირდებათ ზრდასრულების მეთვალყურეობა (6 წლამდე ასაკის ბავშვებს).
თუ შენ ძველი ბატუტი გაქვს, იფიქრე მის ხელახლა აღჭურვაზე ჩარჩოთი, ბალიშითა და ბადით რომლებიც შეესაბამება მიმდინარე სტანდარტებს. ან მთლიანად შეცვალეთ ძველი ახლით.
ასაკი
თუკი ბატუტი ბავშვებისთვის უნდა შეიძინო, შესაძლოა სხვადასხვა არჩევანის გაკეთება ასაკისა და სქესის მიხედვით დაგჭირდეს. თუმცა, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ბავშვები სწრაფად იზრდებიან, ამიტომ მინი ბატუტი მცირე ხნით გამოიყენო. განსაკუთრებით, თუკი ბავშვები მასზე დიდ დროს ატარებენ და შესაძლოა შემდეგ წელსაც დაგჭირდეს.
კარგი ბატუტი შეიძლება 15 წელზე მეტ ხანსაც გამოიყენო. ამიტომ, კარგი იდეაა მისი შეძენა ამ ფაქტორის გათვალისწინებით. თუმცა, როცა პატარებისთვის საყვარელი ბატუტი მრგვალი ფორმისაა, თინეიჯერობისას პრეფერენსი იცვლება. თინეიჯერები არჩევანს მართკუთხა ფორმის ბატუტებზე აკეთებენ, რადგან ასეთი ფორმა მაღლა ახტომის საშუალებას მეტად იძლევა. ასევე, მართკუთხა ბატუტით მოზარდებს შეუძლიათ უფრო მაღლა ნაკლები ძალისხმევით ახტნენ, ტანვარჯიშისა თუ ცეკვის დროს.
ბატუტი ონლაინ VELI.Store-ზე
ონლაინ შოპინგი დღითიდღე აქტუალური ხდება, რადგან ფიზიკურ მაღაზიებთან შედარებით მეტი უპირატესობა აქვს. განსაკუთრებით, ზაფხულში, ქალაქიდან გასულს, სადაც სასურველი ბატუტის მიღებას შენს ლოკაციაზე, სწრაფად და მარტივად შეძლებ.
ონლაინ მაღაზია VELI.Store-ზე ბატუტები როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაა. ძირითადად, ეს დამოკიდებულია ზომასა და მაქსიმალურ დატვირთვაზე.
VELI-ზე დაგხვდება მართკუთხედი, მრგვალი, სხვადასხვა ზომისა და ფერის ბატუტი. თითოეული მათგანი მარტივად ასაწყობია. პროდუქტი ჩარჩოთი და დასადგამით დამზადებულია უჟანგავი მეტალისგან, რომელიც კონსტრუქციულად გამძლეობით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ასევე, გამძლეა ამინდის ცვალებადობის მიმართ, განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ზაფხულში, გარეთ გამოსაყენებლად.
ბატუტი ასევე აღჭურვილია უსაფრთხოების, ბადე ღობით, რომელიც შენი და ბავშვების უსაფრთხო გართობას უზრუნველყოფს.
შეარჩიე ბატუტი ჩვენს ვებგვერდზე შენი ყველაზე აქტიური და მხიარულებით სავსე ზაფხულისთვის! შეკვეთას სულ რაღაც 3 საათში მიიღებ. ტრანსპორტირება კი - უფასოა.